დახურული პერფორაცია

დახურული პერფორაცია

არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

წყლულის მიკროპერფორაცია, როდესაც დეფექტი სპონტანურად იხურება ბადექონით ან მეზობელი ორგანოთი, ან საკვების ნაჭრით. დამახასიათებელია დაავადების ტიპიური დასაწყისი, შემდეგ კი კლინიკური სურათი მკვეთრად იცვლება: ტკივილი მცირდება, კუნთების დაჭიმულობა არამკვეთრია და ხშირად ვლინდება მარჯვენა ფერდქვეშა არეში; ამავე ადგილზე აღინიშნება პერიტონეუმის გაღიზიანების სიმპტომები. მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევით აღინიშნება აირი დიაფრაგმის ქვეშ.

დახურული პერფორაცია – გართულებები: დიაფრაგმისქვეშა, ღვიძლქვეშა აბსცესები, ბადექონის აბსცესი.

დახურული პერფორაცია – მკურნალობა პირველი 2 დღის განმავლობაში ისეთივეა, როგორიც ტიპიური პერფორაციის დროს; 2 დღის შედეგ ავადმყოფის კარგი ზოგადი მდგომარეობისა და პერიტონეალური მოვლენების არარსებობისას მკურნალობა ისეთივეა, როგორიც პენეტრირებადი წყლულის დროს; პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები