ცხვირის პოლიპები

ცხვირის პოლიპები

ცხვირის პოლიპები (nasal polyp) – წარმოიქმნება ლორწოვანი გარსის ხანგრძლივი გაღიზიანების შედეგად. ზოგჯერ პოლიპების განვითარების მიზეზი ალერგიაა. პოლიპები არიან მრავლობითი და აქვთ სხვადასხვა ფორმა. ცხვირის პოლიპს, რომელიც ეშვება ცხვირ-ხახაში, უწოდებენ ქოანალურს. ალერგიული პოლიპები მიდრეკილნი არიან რეციდივებისადმი.

ცხვირის პოლიპები – სიმპტომები, მიმდინარეობა. ცხვირით სუნთქვის გაძნელება, თავის ტკივილი, ცუდი ძილი, ყურების დაცობა, ყნოსვის დაქვეითება. რინოსკოპიით ვლინდება ფერმკრთალი-მოლურჯო ელფერის სიმსივნური წარმონაქმნი, რომლესაც აქვს ფეხი (უმეტეს შემთხვევაში).

ცხვირის პოლიპები – მკურნალობა. როდესაც პოლიპები თან ახლავს დანამატი წიაღების ჩირქოვან ანთებას, მათ ამოკვეთენ. ალერგიული პოლიპოზის დროს ცხვირის ღრუდან პოლიპებს ამოკვეთენ მადესენსიბილიზირებელი თერაპიის ფონზე.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.