ოტჰემატომა

ოტჰემატომა

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ოტჰემატომა – სისხლჩაქცევა ყურის ნიჟარის გარეთა ზედაპირის მიდამოში (მის ზედა მესამედში) ხრტილსა და ხრტილსაზრდელას შორის, ზოგჯერ კი კანსა და ხრტილს შორის.

ოტჰემატომა – მიზეზები: ყურის ნიჟარის ტრავმა (მოჭიდავეებში, მოკრივეებში); ხანში შესულ და დასუსტებულ ავადმყოფებში შესაძლოა განვითარდებ სპონტანურად ან მაგარ ბალიშზე ხანგრძლივი ზეწოლისას.

ოტჰემატომა – სიმპტომები. ვლინდება მოლურჯო-რუხი ფერის, ნახევარსფეროსებრი გლუვი შეშუპება; პალპაციით უმტკივნეულოა და აღინიშნება ფლუქტუაცია.

ოტჰემატომა – მკურნალობა. მსუბუქ შემთხვევებში შესაძლებელია დამწოლი ნახვევის დადება. დიდი ზომის ჰემატომების დროს აუცილებელია პუნქცია შემცველობის ამოქაჩვით და დამწოლი ნახვევის დადება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები