ხორხის დიაფრაგმა

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ხორხის დიაფრაგმა – ხორხში შემაერთებელქსოვილოვანი ძგიდე. მიზეზი – ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარება ინტუბაციური ან ტრაქეოტომიური მილის ხანგრძლივი ხმარების, ასევე ანთებითი პროცესის, სკლერომის შედეგად; იშვიათად წარმოადგენს თანდაყოლილ ანომალიას.

ხორხის დიაფრაგმა – სიმპტომები, მიმდინარეობა დამოკიდებულია დიაფრაგმის ზომებზე; მნიშვნელოვანი ზომის დროს აღინიშნება ქოშინი, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს, ხმის ჩახლეჩა; მცირე ზომის დიაფრაგმის დროს ჩივილები არ აღინიშნება. ხორხის დათვალიერებისას ჩანს ძგიდე ხმის ნაპრალის მიდამოში ან ნაოჭქვეშა სივრცეში.

მკურნალობა. ხორხის სანათურის გაფართოება ბუჟის დახმარებით ან ბროქნოსკოპიური მილით. უეფექტობისას – დიაფრგამის ენდო – ან ექსტრალარინგული გაკვეთა.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.