კოქლეარული ნევრიტი

კოქლეარული ნევრიტი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ნევრიტი კოქლეარული (სასმენი მილის ნევრიტი) (cochlear neuritis) – სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება, რომელიც ვლინდება სმენის დაქვეითებითა და ხმაურის შეგრძნებით ერთ ან ორივე ყურში. მიზეზები მრავალგვარია; მათგან მნიშვნელოვანია: დაავადებები გრიპი, ეპიდემიური პაროტიტი, ეპიდემიური მენინგოკოკური მენინგიტი, ტიფი, წითელა, ქუნთრუშა და სხვ.), ათეროსკლეროზი, ნივთიერებათა ცვლისა და სისხლის დაავადებები, სამკურნალო პრეპარატებით (ქინინი, სალიცილატები, სტრეპტომიცინი, ნეომიცინი და სხვ.), ნიკოტინით, ალკოჰოლით, მინერალური შხამებით (დარიშხანი, ტყვია, ვერცხლისწყალი, ფოსფორი) ინტოქსიკაცია, ასევე ხმაური და ვიბრაციული ტრავმა. დიაგნოზი დადგენა ხდება აუდიოლოგიური გამოკვლევით.

კოქლეარული ნევრიტიმკურნალობა. მწვავე კოქლეარული ნევრიტის დროს საჭიროა ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია, რათა მიღებული იქნას ყველა საჭირო ღონისძიებები სმენის აღსადგენად. თუკი ნევრიტი წარმოიქმნება გადატანილი ინფექციური დაავადების შედეგად ან მის დროს, ინიშნება ანტიბაქტერიული საშუალებები და სხვ. ე. წ. ქრონიკული კოქლეარული ნევრიტის დროს მკურნალობა ნაკლებეფექტიურია. სმენის გამოხატული დაქვეითების დროს გამოიყენება პროთეზირება.

 

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები