ცხვირის ღრუს ატრეზიები და სინექიები

ცხვირის ღრუს ატრეზიები და სინექიები

შემაერთებელქსოვილოვანი, ხრტილოვანი ან ძვლოვანი შეხორცებები, რომლებიც ნაწილობრივ, ან მთლიანად ხურავენ ცხვირის გასავალს. იშვიათად შეიძლება იყოს თანდაყოლილი; ხშირად შედეგია ყვავილის, დიფთერიის, ტიფის, სისტემური წითელი მგლურას, სიფილისის, სკლერომის, ტრავმის.

ცხვირის ღრუს ატრეზიები და სინექიები – სიმპტომები, მიმდინარეობა. ცხვირით სუნთქვის სრული ან ნაწილობრივი გამოთიშვა დაზიანების მხარეზე. დიაგნოსტირდება წინა რინოსკოპიითა და ცხვირის ღრუების ზონდირებით, უკანა რინოსკოპიით და ცხვირ-ხახის პალპაციით.

ცხვირის ღრუს ატრეზიები და სინექიები – მკურნალობა ქირურგიულია.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.