სახსრების პანარიციუმი

სახსრების პანარიციუმი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

სახსრების პანარიციუმი (articular panaritium) – ფალანგთშუა სახსრის სასახსრე აბგის დაჩირქება. დამახასიათებელია მკვეთრი ტკივილის სინდრომი, მაღალი ტემპერატურა; თითი გაბერილი და მკვეთრად მტკივნეულია, გამოხატულია მტკივნეულობა თითის ღერძზე დაკაკუნებისას. ზონდით გამოკვლევისას აღინიშნება მტკივნეულობა არა მხოლოდ სახსრის დონეზე მყესის ბუდის ზონაში, არამედ სხვა პარაარტიკულურ ქსოვილებში.

აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. ტარდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა ძვლოვანი ქსოვილის დესტრუქციის გამოსარიცხავად. მკურნალობა კონსერვატიულია მხოლოდ საწყის სტადიაში – სახსრის პუნქცია მასში ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების შეყვანა, მტევნისა და თითის იმობილიზაცია ფუნქციური მდგომარეობაში. პანარიციუმის შორს წასულ შემთხვევებში და კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტურობის დროს ნაჩვენებია ოპერაცია (ართროტომია, სახსრის ღრუს დრენირება). პროგნოზი სერიოზულია, თითის ფუნქცია ხშირად დარღვეულია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები