ანტრიტი

ანტრიტი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ანტრიტი (antritis) – ანტრუმის კედლისა და მისი გარემომცველი ქსოვილების ანთება. გვხვდება ჩვილ ბავშვებში, ხშირად დღენაკლულებში ჰიპოტროფიის დროს, ასევე სხვადასხვა დაავადებებით დასუსტებულ ბავშვებში.

ანტრიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება შესაძლებელია მიმდინარეობდეს გამოხატული კლინიკური სურათით (ხანგრძლივი ტოქსიკოზი, სხეულის მასის სწრაფი შემცირება) და ლატენტურად. ოტოსკოპიური მონაცემები შედარებით ღარიბია; დაფის აპკი მკრთალია; აღინიშნება  ძილიანობა ან პირიქით, ბავშვი მოუსვენრადაა, ხშირად ტირის, ცუდად სძინავს და წოვს, წონაში კლებულობს, კანი ფერმკრთალია, მორუხო ფერის ან ციანოზურია, გულის ტონები მოყრუებულია, პულსი გახშირებულია, სხეულის ტემპერატურა მომატებულია (38-39 0 С), ხშირად კი სუბფებრილური ან ნორმალურია. სისხლში ვლინდება ლეიკოციტოზი (ნეიტროფილოზი), თეთრი ფორმულის მარცხნივ გადახრით. დიაგნოსტირებაში ექიმს ეხმარება ტიმპანოპუნქცია, პარაცენტეზი, ანტროპუნქცია, რეტგენოლოგიური გამოკვლევა.

ანტრიტი – მკურნალობა. ანტიბიოტიკოთერაპია, მიკროფლორის მგრძნობელობის დადგენით. ზოგჯერ საჭირო ხდება ანტროტომია ადგილობრივი ანესთეზიით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები