ბრონქიტი

სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების (ლარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეობრონქიტი, ბრონქიტი, ტონზილიტი, ანგინა, პნევმონია) დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები

1.

ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები 40 გრ. 2 ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ 2 ჭიქა ანადუღარი წყალი, დავაყოვნოთ 15 წუთი, გავწუროთ.1/2 ჭიქა მიღებული სითხე დავლიოთ დღეში სამჯერ მწვავე ლარინგიტისა და ტრაქეობრონქიტის დროს.
დიდი მრავალძარღვას ფოთლები 30 გრ.
შიშველი ძირტკბილას ფესვი 30 გრ.

2.

გაზაფხულის ფურისულას ფესვი 20 გრ. 2 ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა წყალი, დავაყოვნოთ 15 წუთი, გავწუროთ.თითო ჭიქა მიღებული სითხე მწვავე ბრონქიტის დროს დავლიოთ დღეში სამჯერ.
ჩვეულებრივი ანისულის ნაყოფები 40 გრ.
დიდი კამის ნაყოფები 40 გრ.
ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები 50 გრ.

3.

ჩვეულებრივი ანისულის ნაყოფები 20 გრ. 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი. ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.თითო ჭიქა მიღებული გამონაცემი ბრონქიტების დროს დავლიოთ დღეში სამჯერ.
ტყის ბალბის ფოთლები 20 გრ.
სამკურნალო სალბის ფოთლები 20 გრ.
დიდი მრავალძარღვას ფოთლები 20 გრ.
შავი ანწლის ყვავილები 30 გრ.

4.

სფეროსებრი ევკალიპტის ფოთოლი 20 გრ. 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.მიღებული გამონაცემი ლარინგიტების, ტრაქეიტების, ანგინის, ტონზილიტების დროს გამოვივლოთ პირის ღრუსა და ყელში.
სამკურნალო გულყვითელას ყვავილები 15 გრ.
სამკურნალო სალბის ფოთლები 15 გრ.
სააფთიაქო გვირილას ყვავილები 15 გრ.
მაღალი კულმუხოს ფესვები 10 გრ.
შიშველი ძირტკბილას ფესვები 10 გრ.
წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები 10 გრ.
ჭაობის წყლის იელის ბალახი 10 გრ.

5.

სამკურნალო ტუხტის ფესვები 20 გრ. 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, დავაყოვნოთ 15 წუთი, გავწუროთ.მიღებული თბილი სითხე გამოვივლოთ პირის ღრუსა და ყელში ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების დროს.
სააფთიაქო გვირილას ყვავილები 20 გრ.
სამკურნალო ძიძოს ბალახი 20 გრ.
ჩვეულებრივი სელის თესლი 30 გრ.
ჭაობის კოთხუჯის ფესვები 10 გრ.

6.

ყუნწიანი მუხის ქერქი 70 გრ. 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.მიღებული გამონაცემი ანთებითი პროცესების დროს გამოვივლოთ პირის ღრუსა და ყელში.
წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები 30 გრ.

7.

წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები 40 გრ. 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.მიღებული გამონაცემი ანთებითი პროცესების დროს გამოვივლოთ პირის ღრუსა და ყელში.
სააფთიაქო გვირილას ყვავილები 60 გრ.


1. მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის  დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში,  სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.

2. გადასვლა საწყის გვერდზე  >>>

_________________________________________

..