სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების (ლარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეობრონქიტი, ბრონქიტი, ტონზილიტი, ანგინა, პნევმონია) დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები
|
1. |
||
| ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები | 40 გრ. | 2 ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ 2 ჭიქა ანადუღარი წყალი, დავაყოვნოთ 15 წუთი, გავწუროთ.1/2 ჭიქა მიღებული სითხე დავლიოთ დღეში სამჯერ მწვავე ლარინგიტისა და ტრაქეობრონქიტის დროს. |
| დიდი მრავალძარღვას ფოთლები | 30 გრ. | |
| შიშველი ძირტკბილას ფესვი | 30 გრ. | |
|
2. |
||
| გაზაფხულის ფურისულას ფესვი | 20 გრ. | 2 ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა წყალი, დავაყოვნოთ 15 წუთი, გავწუროთ.თითო ჭიქა მიღებული სითხე მწვავე ბრონქიტის დროს დავლიოთ დღეში სამჯერ. |
| ჩვეულებრივი ანისულის ნაყოფები | 40 გრ. | |
| დიდი კამის ნაყოფები | 40 გრ. | |
| ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები | 50 გრ. | |
|
3. |
||
| ჩვეულებრივი ანისულის ნაყოფები | 20 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი. ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.თითო ჭიქა მიღებული გამონაცემი ბრონქიტების დროს დავლიოთ დღეში სამჯერ. |
| ტყის ბალბის ფოთლები | 20 გრ. | |
| სამკურნალო სალბის ფოთლები | 20 გრ. | |
| დიდი მრავალძარღვას ფოთლები | 20 გრ. | |
| შავი ანწლის ყვავილები | 30 გრ. | |
|
4. |
||
| სფეროსებრი ევკალიპტის ფოთოლი | 20 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.მიღებული გამონაცემი ლარინგიტების, ტრაქეიტების, ანგინის, ტონზილიტების დროს გამოვივლოთ პირის ღრუსა და ყელში. |
| სამკურნალო გულყვითელას ყვავილები | 15 გრ. | |
| სამკურნალო სალბის ფოთლები | 15 გრ. | |
| სააფთიაქო გვირილას ყვავილები | 15 გრ. | |
| მაღალი კულმუხოს ფესვები | 10 გრ. | |
| შიშველი ძირტკბილას ფესვები | 10 გრ. | |
| წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები | 10 გრ. | |
| ჭაობის წყლის იელის ბალახი | 10 გრ. | |
|
5. |
||
| სამკურნალო ტუხტის ფესვები | 20 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, დავაყოვნოთ 15 წუთი, გავწუროთ.მიღებული თბილი სითხე გამოვივლოთ პირის ღრუსა და ყელში ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების დროს. |
| სააფთიაქო გვირილას ყვავილები | 20 გრ. | |
| სამკურნალო ძიძოს ბალახი | 20 გრ. | |
| ჩვეულებრივი სელის თესლი | 30 გრ. | |
| ჭაობის კოთხუჯის ფესვები | 10 გრ. | |
|
6. |
||
| ყუნწიანი მუხის ქერქი | 70 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.მიღებული გამონაცემი ანთებითი პროცესების დროს გამოვივლოთ პირის ღრუსა და ყელში. |
| წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები | 30 გრ. | |
|
7. |
||
| წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები | 40 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.მიღებული გამონაცემი ანთებითი პროცესების დროს გამოვივლოთ პირის ღრუსა და ყელში. |
| სააფთიაქო გვირილას ყვავილები | 60 გრ. | |
…

1. მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში, სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.
2. გადასვლა საწყის გვერდზე >>>
_________________________________________
..