ტოქსიკოდერმია

ტოქსიკოდერმია

ტოქსიდერმია (ტოქსიკოდერმია) (toxicodermia) – კანის დაზიანება, რომელიც წარმოიქმნება ისეთი ნივთიერებების შიგნით მიღების, შესუნთქვის ან პარენტერალური შეყვანის შედეგად, რომლებიც წამოადგენენ ალერგენებს და გააჩნიათ ტოქსიკური მოქმედება (ქიმიური აგენტები, ზოგიერთი წამალი და საკვები პროდუქტი).

ტოქსიკოდერმია – პათოგენეზი. დაყოვნებული ან დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერერგული რეაქცია, მათი კომბინაცია, ხშირად შერწყმული ტოქსიკოზთან.

ტოქსიკოდერმია – სიმპტომები, მიმდინარეობა მრავალგვარია, დამოკიდებულია ეტილოგიურ ფაქტორსა და ორგანიზმის თავისებურებებზე. წარმოიქმნება ურტიკარული, ქუნთრუშის, წითურას ან წითელასებრი გამონაყარი, ეგზემატოზური გამონაყარი თითქმის ერითროდერმიამდე, ლიქენური გამონაყარი, პურპურა და სხვ. პროცესს ხშირად თან ახლავს ცხელება, ქავილი, ზოგჯერ დისპეფსიური მოვლენები. მედიკამენტოზური ტოქსიკოდერმიის დროს დამახასიათებელია შეშუპებული ლაქების გაჩენა ბუშტუკით ცენტრში, რომელიც ლოკალიზდება უპრატესად პირის ლორწოვანზე და სასქესო ორგანოების კანზე. ეტიოლოგიურ ფაქტორებთან განმეორებითი კონტაქტის დროს გამონაყარი წარმოიქმნება ძველ ადგილებზე, მაგრამ შესაძლებელია განვითარდეს ახალ ადგილებზეც. სუბიექტურად აღინიშნება წვა; ზოგადი მდგომარეობა დარღვეული არ არის. აღინიშნება ასევე ტოქსიდერმიის მიმდინარეობის მძიმე ვარიანტები.

კანისა და ვენერიული დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.