ბრონქების უცხო სხეულები

ბრონქების უცხო სხეულები

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ბრონქების უცხო სხეულები – ხშირად ხვდება მარჯვენა ბრონქში. ანამნეზური მონაცემები უცხო სხეულის ასპირაციის შესახებ ხშირად არ არსებობს. წამყვანი სიმპტომია – მტანჯველი ხველის შეტევა, რომელიც შედგომში ხდება ქრონიკული. მაგარი უცხო სხეულები უმრალეს შემთხვევაში რენტგენოკონტრასტულია. ორგანული უცხო სხეულები, როგორც წესი, რენტგენონეგატიულები არიან. რენტგენოლოგური გამოკვლევისას ვლინდება სურათი, რომელიც დამახასიათებელია  ბრონქების სრული, ანუ ვენტილური დაცობის შედეგად განვითარებული ატელექტაზისათვის; მოგვიანებით ვლინდება დუნედ მიმდინარე პნევმონიის ნიშნები.

ბრონქების უცხო სხეულები –  მკურნალობა. გადაუდებელი ბრონქოსკოპია, უცხო სხეულის დროული ამოღებით. პროგნოზი კეთილსაიმედოა უცხო სხეული დროულად ამოღების დროს.

კუჭის შიგთავსის ასპირაცია (მენდელსონის სინდრომი). მწვავე ტოქსიკური შეშუპება, რომელიც ვითარდება წვრილი ბრონქების ლორწოვან გარსთან მარილმჟავას კონტაქტის შედეგად.

მკურნალობა: ბრონქოსკოპია ბრონქების გამორეცხვითა და მათი შემცველობის ასპირაციით, კორტიკოსტეროიდები (250 მგ პრედნიზოლონი). დიდი რაოდენობით წყლის ასპირაცია იწვევს ფილტვის მწვავე შეშუპებას. ცილის დაკარგვა ბრონქების სანათურში იწვევს ლორწოვანის სეკრეტისა და ჰიალინური მემბრანების ჭარბ სეკრეციას. გამოხატული ელეტროლიტური დარღვევები ან ჰემოლიზი იშვიათია. მკურნალობა: ფილტვების შეშუპების თერაპია, ბრონქოსკოპული სანაცია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები