ერითრაზმა

ერითრაზმა (erythrasma) ზედაპირული ფსევდომიკოზი. გამომწვევია – Corynebacterium minutissimum. აზიანებს ეპიდერმისის რქოვანი შრის ზედა ნაწილებს. წყაროა დაავადებული ადამიანი. შესაძლებელია მოხდეს დასნებოვნება მიწაზე შიშველი ფეხით სიარულის დროს. კონტაგიოზურობა მაღალი არ არის. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია – მომატებული ოფლიანობა. აღინიშნება მოზრდილებში, ხშირად მამაკაცებში. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა მსხვილი ნაკეცები, განსაკუთრებით საზარდულ-ბარძაყის. წარმოიქმნება დიდი ზომის აგურისფერი-წითელი ფერის ლაქები, მრგვალი მოხაზულობის, იშვიათად შემოფარგლული გარემომცველი კანისგან. მათი ზედაპირი გლუვია, ზოგჯერ დაფარულია წვრილი ქერცლებით. სუბიექტური შეგრძნებები არ აღინიშნება. მეორადი ინფექციით გართულებისას პროცესს ერთვის ანთებითი ცვლილებები, რასაც თან ახლავს ქავილი და მტკივნეულობა.

ერითრაზმა – მკურნალობა.მაზები ანტიბიოტიკებით

კანისა და ვენერიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ერითრაზმა – ზედაპირული ფსევდომიკოზი. გამომწვევია – Corynebacterium minutissimum. აზიანებს ეპიდერმისის რქოვანი შრის ზედა ნაწილებს. წყაროა დაავადებული ადამიანი. შესაძლებელია მოხდეს დასნებოვნება შიშველი ფეხით სიარულის დროს მიწაზე. კონტაგიოზურობა მაღალი არ არის. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია – მომატებული ოფლიანობა. აღინიშნება მოზრდილებში, ხშირად მამაკაცებში. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა მსხვილი ნაკეცები, განსაკუთრებით საზარდულ – ბარძაყის. წარმოიქმნება დიდი ზომის აგურისფერი – წითელი ფერის ლაქები, მრგვალი მოხაზულობის, იშვიათად შემოფარგლული გარემომცველი კანისგან. მათი ზედაპირი გლუვია, ზოგჯერ დაფარულია წვრილი ქერცლებით. სუბიექტური შეგრძნებები არ აღინიშნება. მეორადი ინფექციით გართულებისას პროცესს ერთვის ანთებითი ცვლილებები, რასაც თან ახლავს ქავილი და მტკივნეულობა.

ერითრაზმა – (კანისა და ვენ. დაავ.) დაავადება, რომლის გამომწვევია კორინებაქტერიები; დაავადება მიეკუთვნება ფსევდომიკოზებს. ნაკლებად კონტაგიოზურია, ვითარდება უხშირესად მამაკაცებში, თითქმის ყოველთვის ბარძაყების მედიალურ ზედაპირებზე, სიმეტრიულია, აგრეთვე ვლინდება სათესლე პარკის მიმდებარე უბნებზე. სიმპტომები. ჩვეულებრივ ვლინდება მოყვითალო – ყავისფერი ან ვარდისფერი კერა, მკვეთრი, ზოგჯერ პოლიციკლური კონტურებით და წვრილი ქატოსებური აქერცვლებით ზედაპირზე. ძირითადი კერის მიმდებარედ ზოგჯერ ვითარდება გაცილებით მცირე ზომის შვილეული კერები. უფრო იშვიათი ლოკალიზაცია – კუნთოვანი ფოსოები, თითებსშორის ნაკეცები, თავის თმიანი ნაწილი. მკურნალობის გარეშე დაავადება ხანგრძლივად მიმდინარეობს, გააჩნია რეციდივებისკენ გადახრა.