ქრონიკული მასტიტი
ქრონიკული მასტიტი (chronic mastitis) – ხშირად წარმოადგენს ტუბერკულოზური დაზიანების შედეგს. ვითარდება დაავადების ჰემატოგენური დისემინირების შედეგად.
სარძევე ჯირკვლის ქსოვილში წარმოიქმნება ინფილტრატები, რომლებიც ხშირად თავისთავად იხსნებიან ფისტულების წარმოქმნით; ახასიათებს ტორპიდული მიმდინარეობა. აუცილებელია დიფერეციალური დიაგნოზის გატარება აქტინომიკოზთან და კიბოსთან.
პროგნოზი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე.
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
..