ქოლეცისტიტი

ქოლელითიაზის, ქოლანგიტის, ქოლეცისტიტის დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები

1.

დიდი ქრისტესისხლას ბალახი 25 გრ. 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ. ½1/2 ჭიქა მიღებული გამონაცემი ქოლელიათიზის, ქოლეცისტიტისა და ქოლანგიტის დროს, დავლიოთ დილითა და საღამოს.
მწარე აბზინდას ბალახი 25 გრ.
ჩვეულებრივი ფარსმანდუკის ბალახი 25 გრ.
ჩვეულებრივი ვარდკაჭკაჭას ფესვი 30 გრ.
ყვითელი ნაღველას ფესვი 30 გრ.
სამკურნალო კატაბალახას ფესვი 30 გრ.

2.

ქვიშის უკვდავას ყვავილები 50 გრ. 2 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ. თითო ჭიქა  მიღებული გამონაცემი ქოლანგიტის დროს დავლიოთ დღეში ოთხჯერ ჭამის წინ.
წითელი მოცვის ფოთლები 25 გრ.
ჩვეულებრივი ასისთავას ბალახი 20 გრ.
მაღალი კულმუხოს ფესვი 20 გრ.
ჩვეულებრივი კოწახურის ფესვი 15 გრ.
ტანგუტის რევანდის ფესვი 15 გრ.
მწარე აბზინდას ბალახი 15 გრ.

3.

ბაღის პიტნის ფოთლები 20 გრ. 2 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ. ქოლეცისტიტის და ქოლანგიტის დროს 1-2 ჭიქა მიღებული გამონაცემი დავლიოთ დღეში ორ-სამჯერ, ჭამამდე30 წუთით ადრე.
მწარე აბზინდას ბალახი 20 გრ.
სამკურნალო კატაბალახას ფესვები 20 გრ.
დასვრეტილი კრაზანას ბალახი 30 გრ.
ჩვეულებრივი სვიის გირჩები 10 გრ.

4.

წყლის სამყურას ფოთლები 20 გრ. 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ. ქოლეცისტოპათიების დროს 1/2-1/3 ჭიქა მიღებული მონახარში დავლიოთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ყვითელი ნაღველას ფესვები 20 გრ.
სამკურნალო ბაბუაწვერას ფესვები 30 გრ.
ბაღის პიტნის ფოთლები 30 გრ.

1. მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის  დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში,  სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.

2. გადასვლა საწყის გვერდზე  >>>

____________________________________

..