სპაზმოფილია

სპაზმოფილია

სპაზმოფილია – ადრეული ასაკის ბავშვების დაავადება; ვლინდება ჰიპოკალციემიით გამოწვეული ტონური და კლონურ-ტონური კრუნჩხვებით.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ეტიოლოგია, პათოგენეზი

რაქიტის დროს სისხლის შრატში კალციუმის დონე ქვეითდება; კალციუმის დონის დაქვეითების გამო მნიშვნელოვნად მატულობს ნერვული სისტემის აგზნებადობა, თითქმის კრუნჩხვით სინდრომამდე. ვიტამინი D უკმარისობის, ან მისი ჭარბი დოზის, ან ზაფხულის თვეებში ჭარბი ინსოლაციის დროს ძვლებში შედის იმაზე მეტი კალციუმი, ვიდრე შეიწოვება ნაწლავში. კალციუმის შეწოვა ირღვევა ასევე საჭმლის მონელების დარღვევებისა და ნაწლავური ინფექციების დროსაც.

კლინიკური სურათი

სპაზმოფილიალატენტური სპაზმოფილია ვლინდება ხვოსტეკის სიმტომების გამოკვლევისას, ასევე ტრუსოს, პერონეალური და ულნარული ფენომენების დროს. მანიფესტური სპაზმოფილია ვლინდება გენერალიზებული ტონური და კლონური კრუნჩხვებით, კარპოპედალური სპაზმით (,,მეანის ხელი” და ტერფის ექვინოვარუსული მდებარეობა), ზოგჯერ ლარინგოსპაზმის შეტევით.
დიაგნოზს ადგენენ რაქიტის ნიშნებისა და ნერვულ-კუნთოვანი აგზნებადობის სიმპტომების არსებობით, ასევე ჰიპოკალციემიის გამოვლინების საფუძველზე. დიფერენციალური დოაგნოზი ტარდება ჰიპოპარათირეოზთან, თირკმლისმიერ ოსტეოდისტროფიასთან, ეპილეფსიასთან.

მკურნალობა

ტარდება შესაბამისი მკურნალობა; პროგნოზი დროულად ჩატარებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა. პედიატრიული დაავადებები


  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

სპაზმოფილია