პორტული ჰიპერტენზია

პორტული ჰიპერტენზია

პორტული ჰიპერტენზია (portal hypertension) – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია კარის ვენაში წნევის მომატებით, რაც თავის მხრივ უკავშირდება კარის ვენის სისტემის ანატომიურ ან ფუნქციურ ობსტრუქციას.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ბლოკირება შეიძლება იყოს ღვიძლშიგა (ღვიძლის ციროზის შედეგად) და ღვიძლგარეთა (ელენთის ვენის თრომბოფლებიტი ბავშვებში, რომლებმაც ახალშობილობის პერიოდში გადაიტანეს ჭიპისმიერი სეფსისი; კარის ვენის თანდაყოლილი პათოლოგია). ბავშვებში ღვიძლგარეთა ბლოკირება საკმაოდ იშვიათია.

კლინიკური სურათი

მასიური სისხლდენები საყლაპავიდან, კუჭიდან და ნაწლავებიდან, ღვიძლის უკმარისობა, მზარდი ასციტი, ტკივილი მუცელში, ჰეპატოსპლენომეგალია, ღებინება, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, მადის დაქვეითება, ძილის დარღვევა, სიგამხდრე, სიყვითლე, ვენური ქსელის გაფართოება გულმკერდისა და მუცლის კანზე, ზოგჯერ ,,მედუზის თავის” სახით. დაავადების მიმდინარეობა ხშირად ლატენტურია.

დიაგნოზი

დიაგნოზის დასაზუსტებლად გამოიყენება სპლენოპორტოგრაფია, საყლაპავის კონტრასტული გამოკვლევა, ეზოფაგოსკოპია, ღვიძლში პროცესის აქტიურობის განსაზღვრა, მათ შორის ბიოფსიით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება მიზეზის დასაზუსტებლად, რომელმაც გამოიწვია ჰიპერტენზია.

მკურნალობა

თავდაპირველად კონსერვატულია: დიეტა, ნაღვლმდენი, სპაზმოლიტური საშუალებები, ლიპოტროპული ნივთიერებები, ვიტამინები; დეზინტოქსიკაციური თერაპია და სხვ.  პორტული ჰიპერტენზიის სიმპტომების ზრდის, ჰიპერსპლენიზმის, ასევე განმეორებითი მძიმე კუჭ-ნაწლავური სისხლდენების დროს ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა.
პროგნოზი დამოკიდებულია ჰიპერტენზიის მიზეზზე, ღვიძლის ციროზის დროს ხშირად არაკეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა ითვალისწინებს ინფიცირების თავიდან აცილებას მშობიარობისა და ადრეულ ნეონატალურ პერიოდში, ასევე ღვიძლისდაავადებების დროულ მკურნალობას. 
პედიატრიული დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

პორტული ჰიპერტენზია