სუბფებრილიტეტი ბავშვებში

სუბფებრილიტეტი ბავშვებში

ეტიოლოგია და პათოგენეზი

სუბფებრილიტეტი ბავშვებში წარმოადგენს პოლიეტიოლოგიურ სინდრომს; იგი შესაძლებელია განპირობებული იყოს როგორც ქრონიკული ინფექციის კერებით, ასევე რიგი ქრონიკულად მიმდინარე დაავადებებით (ტუბერკულოზური ინტოქსიკაცია, ლიმფოგრანულომატოზი, წამლისმიერი ალერგია, სიმსივნეები, რევმატიზმი და სხვ.).


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თერმონევროზებს, რომლებიც ხასიათდებიან სითბური ცვლის დარღვევებით, ტემპერატურული ცენტრის ფუნქციონალური დაზიანების შედეგად, ქალა – ტვინის ტრავმის ან ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის დროს.
ამგვარი სუბფებრილიტეტი ხშირია ბავშვებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ დედის ორსულობისა და მშობიარობის მძიმე მიმდინარეობა, ფიზიკური ან ფსიქიკური ტრავმები, ზოგადი გადაძაბვა.
თერმორეგულაციის ფუნქციური დარღვევები რიგ შემთხვევებში შესაძლებელია განპირობებული იყოს მემკვიდრეობითი ფაქტორით. გარკვეული როლი ენიჭება ჰიპოთალამუსის გაღიზიანებას.

კლინიკური სურათი

სუბფებრილიტეტზე ლაპარაკობენ, როცა სხეულის ტემპერატურა არის 37, 50 C – მდე და გრძელდება 2 კვირა და მეტხანს. სხვა შემთხვევებში ლაპარაკია სუბფებრილურ ცხელებაზე.

დიაგნოზი და დიფერენციალური დიაგნოზი

სუბფებრილიტეტის ყველა შემთხვევების დროს საჭიროა დაწვრილებითი გამოკვლევა.
თერმონევროზისათვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის ნორმალიზაცია ძილის დროს და განსხვავების არარსებობა რექტალურ ტემპერატურასა და იღლიისქვეშა ფოსოს ტემპერატურას შორის. ქრონიკული დაავადებების დროს მკურნალობა მიმართულია მთავარი მზეზისაკენ.
პროგნოზი და პროფილაქტიკა განისაზღვრება სუბფერილიტეტის მიზეზით.
პედიატრიული დაავადებები


სუბფებრილიტეტი ბავშვებში