მიკროსპორია

მიკროსპორია

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მიკროსპორია კანისა და თმის სოკოვანი დაავადება. ავადდებიან უპირატესად ბავშვები. განასხვავებენ ანთროპონოზულ და ზოოანთროპონოზულ მიკროსპორიას.

მიკროსპორია –  ანთროპონოზული მიკროსპორია საკმაოდ იშვიათია. გამომწვევია ანთროპოფილური მიკროსპორუმები (Microsporon fen – ugineum), რომლებიც აზიანებენ ეპიდერმისის რქოვან შრესა და თმას და ხასიათდებიან მაღალი კონტაგიოზურობით. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი. გადაცემის გზები – პირდაპირი და საგნებით (სავარცხელი, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა საგნები).

 მიკროსპორია –  ზოოანთროპონოზული მიკროსპორია საკმაოდ ხშირი მიკოზია; გამომწვევია ზოოფილური მიკროსპორუმები, რომლებიც აზიანებენ რქოვან შრესა და თმებს; კონტაგიოზურობით ადგილს უთმობენ ანტროპოფილურებს. წყაროა კატები, იშვიათად ძაღლები. გადაცემის გზაა პირდაპირი და საგნებით. შედარებით იშვიათად ხდება დაავადებული ადამიანიდან გადაცემა.

მიკროსპორია – კლინიკური სურათი. ანთროპონოზული და ზოოანთროპონოზული მიკროსპორიის გამოვლინებები ტიპიური და მსგავსია ზედაპირული ტრიქოფიტიისა; მისგან განსხვავებით მიკროსპორიას ახასიათებს შედარებით მკაფიო საზღვრები, მრგვალი კონტურები, თავის თმიანის ნაწილის დაზიანებული კერების დიდი ზომები; გლუვ კანზე – მრავლობითი კერები, არაიშვიათად კეფისა და კისრის ლიმფური კვანძების გადიდება. შესაძლებელია ინფილტრაციულ – ჩირქოვანი ტრიქოფიტიის მსგავსი ცვლილებები. განასხვავებენ გლუვი კანისა და თავის თმიანი ნაწილის მიკროსპორიას.

მიკროსპორია გლუვი კანის მიკროსპორიის დროს ჩნდება მოვარდიფრო, ზედაპირიდან ოდნავ აწეული ლაქები, სწორი მრგვალი ფორმის უმნიშვნელო აქერცვლით ცენტრში, რომელიც ვრცელდება პერიფერიისკენ, ხოლო ცენტრში განმეორებით ვითარდება ახალი კერა (რგოლი რგოლში). ზოგჯერ შესაძლებელია მოხდეს კერების ერთმანეთთან შერწყმა, ქმნიან რა კუწუბისებურ წარმონაქმნებს. იშვიათად ვითარდება ღია ვარდისფერი ლაქები მცირე ქატოსებრი აქერცვლით. არც თუ იშვიათად ზიანდება ღინღლისებრი თმები.

მიკროსპორია თავის თმიანი ნაწილის მიკროსპორია გამოიხატება სწორი, მრგვალი ფორმის, პატარა ზომის კერების გაჩენით მკვეთრად გამოხატული საზღვრებით. კანის საფარველი მოვარდისფრო ფერისაა, დაფარულია პატარა, ფქვილის მსგავსი ქერცლებით. თმები დაზიანების კერაში მომტვრეულია 4 – 8 სმ – ის სიმაღლეზე და ძალიან წააგავს მოკლედ შეჭრილ ვარცხნილობას.

მიკროსპორია მიკროსპორიის დიაგნოზი ყოველთვის საჭიროებს ლაბორატორიულ დადასტურებას.

მიკროსპორია მკურნალობა ტარდება სტრაციონარში. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კანისა და ვენერიული დაავადებები