მასტოციტოზი

მასტოციტოზი

მასტოციტოზი ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს კანს, ასევე შინაგან ორგანოებსა და ძვლებს. დაავადებას საფუძვლად უდევს პოხიერი უჯრედების აკუმულაციითა და პროლიფერაციით განპირობებული პათოლოგიური პროცესები.

დაავადების განსაკუთრებით ხშირი სახესხვაობაა ლაქოვანი და პაპულოზური მასტოციტოზი, რომლებიც ხშირად შერწყმულია ერთმანეთთან და ცნობილია პიგმენტური ჭინჭრის ციების სახელწოდებით;ეს უკანასკნელი ხასიათდება გავრცელებული, უხვი მოლურჯო-მოვარდისფერო, შემდეგ კი მოყავისფერო-მურა ფერის მცირე ზომისა და მრგვალი მოხაზულობის ლაქებითა და პაპულებით. გამონაყარი წარმოიქმნება მრავალჯერადი შეტევების სახით, ხანმოკლე რემისიებით; მიმდინარეობა განუსაზღვრელია.

პიგმენტური ჭინჭრის ციება, რომელიც წარმოიქმნება ადრეული ბავშვობის ასაკში, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში, ასევე პუბერატული პერიოდის დასაწისში, ხშირად ექვემდებარება სპონტანურ რეგრესს. მოზრდილებში იგი გამოირჩევა პროცესის დამძიმებით.

იშვიათად მასტოციტოზი ვლინდება: – მოყავისფერო-მოყვითალო კვანძების სახით, რომლებიც ერთმანეთს ერწყმიან, განსაკუთრებით მსხვილ ნაკეცებში, წარმოქმნიან კონგლომერატებს; – ბუშტუკების სახით, რომლებიც წარმოიქმნებიან ადრეულ ბავშვობაში; მკაფიო საზღვრების მქონე დიფუზური კერებით, რომელთა ზომებისა და რიცხვის მომატებისას ფორმირდება ერითროდერმა; – მასტოციტომის სახით, რომელიც მსგავსია ჰისტიოციტომისა ან ნევოკარცინომის; – მყარი ლაქოვანი ტელეანგიექტაზიის სახით, – სხვადასხვა სახის ლაქებით. კანის დაზიანებებს შესაძლოა დაერთოს შინაგანი ორგანოების დაზიანებაც (განსაკუთრებით ღვიძლის და ელენთის), ასევე პერიფერიული სისხლისა და ძვლის ტვინის, ასევე სხვა ზოგადი დარღვევები შესაძლო ლეტალური გამოსავლით.

მასტოციტოზი მკურნალობა. ეფექტური თერაპია არ არსებობს. ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები (ფენკაროლი, დიაზოლინი, სუპრასტინი, ტავეგილი და განსაკუთრებით ზადიტენი), ტარდება ფოტოქიმიოთერაპია.

კანისა და ვენერიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მასტოციტოზი – ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს კანს, ასევე შინაგან ორგანოებს, ძვლებს. მას საფუძვლად უდევს პათოლოგიური პროცესები, განპირობებული პოხიერი უჯრედების (ან ლაბროციტები, მასტოციტები) აკუმულაციითა და პროლიფერაციით და მათგან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოთავისუფლებით. დაავადების განსაკუთრებით ხშირი სახესხვაობაა ლაქოვანი და პაპულოზური მასტოციტოზი, რომლებიც არაიშვიათად შერწყმულია ერთმანეთთან და ცნობილია პიგმენტური ჭინჭრის ციების სახელწოდებით, რომელიც ხასიათდება გავრცელებული და უხვი მოლურჯო – მოვარდისფერო, შემდეგ კი მოყავისფერო – მურა ფერის მცირე ზომის და მრგვალი მოხაზულობის ლაქებითა და პაპულებით. გამონაყარი წარმოიქმნება მრავალჯერადი შეტევების სახით, ხანმოკლე რემისიებით; მიმდინარეობა განუსაზღვრელია. პიგმენტური ჭინჭრის ციება, რომელიც წარმოიქმნება ადრეული ბავშვობის ასაკში,  – განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში, ასევე პუბერატატული პერიოდის დასაწისში ხშირად ექვემდებარება სპონტანურ რეგრესს. მოზრდილებში იგი გამოირჩევა მზარდი დამძიმებით. იშვიათად მასტოციტოზი ვლინდება მოყავისფერო – მოყვითალო კვანძების სახით, რომლებიც ერთმანეთს ერწყმიან, განსაკუთრებით მსხვილ ნაკეცებში, წარმოქმნიან კონგლომერატებს; ბუშტუკების სახით, რომლებიც წარმოიქმნებიან ადრეულ ბავშვობაში; მკაფიო საზღვრების მქონე დიფუზური კერებით, რომელთა ზომებისა და რიცხვის მომატებისას ფორმირდება ერითროდერმა; მასტოციტომის სახით, რომელიც მსგავსია ჰისტიოციტომის ან ნევოკარცინომის; მყარი ლაქოვანი ტელეანგიექტაზიის სახით, სხვადასხვა სახის ლაქებით. კანის დაზიანებებს შესაძლოა დაერთოს შინაგანი ორგანოების დაზიანებაც (განსაკუთრებით ღვიძლისა და ელენთის), ასევე პერიფერიული სისხლის და ძვლის ტვინის, ასევე სხვა ზოგადი დარღვევები შესაძლო ლეტალური გამოსავლით. მკურნალობა. ეფექტური თერაპია არ არსებობს. ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები (ფენკაროლი, დიაზოლინი, სუპრასტინი, ტავეგილი და განსაკუთრებით ზადიტენი), ტარდება