ზეღირებული იდეები

ზეღირებული იდეები

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ზეღირებული იდეები (idee fixe) – მდგომარეობა, როდესაც რეალური გარემოებების შედეგად წარმოქმნილი დაკვნები და მსჯელობები ავადმყოფის ცნობიერებაში იკავებენ არაადეკვატურ დომინირებულ ადგილს. მათ თან ახლავთ ჭარბი ემოციური დაძაბულობა. ფორმირდება ფსიქოპათიების ჩარჩოებში, ჰიპერთიმური წყობის მქონე პირებში ფსიქოპათური მდგომარეობების, ასევე შიზოფრენიისა და აფექტური ფსიქოზების დროს. განსხვავებით ბოდვებისაგან, როდესაც დასკვნები და მსჯელობები თავიდანვე მცდარია, ზეღირებული იდეები წარმოიქმნებიან რეალური მოვლენებისა და  განცდების პათოლოგიურად გარდაქმნის შედეგად, ცნობიერებაში იკავებენ დომინირებულ მდგომარეობას და ავადმყოფების მიერ განიხილებიან როგორც სრულიად დასაბუთებულები. ხელსაყრელ პირობებში ზეღირებული იდეები თანდათანობით სუსტდება და საბოლოოდ ქრება. პროცესის პროგრედიენტული განვითარების დროს შესაძლებელია გადასვლა ბოდვებში. 

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ფსიქიკური დაავადებები