ექსუდაციური ენტეროპათია

ექსუდაციური ენტეროპათია (exudative [protein-losing] enteropathy) – დაავადებებისა და პათოლოგიური მდგომარეობების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პლაზმის ცილების ჭარბი დაკარგვით, შეწოვის დარღვევითა და ჰიპოპროპტეინემიის მოვლენებით, ასევე შეშუპებებით, ფიზიკური განვითარების შეფერხებით.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ეტიოლოგია, პათოგენეზი

განასხვავებენ პირველად (მემკვიდრეობით) და მეორად (შეძენილ) ექსუდაციურ-ენტეროპათიას. ავადმყოფთა უმრავლესობაში ვლინდება ლიმფანგიექტაზია ნაწლავის შემოფარგლულ უბანზე ან მის მთელ გაყოლებაზე.

კლინიკური სურათი

დაავადება ხშირად ვითარდება მწვავედ ერთი წლის ასაკის შემდეგ, თუმცა არ გამოირიცხება მისი ტრანზიტორული და ქრონიკული მიმდინარეობა.
კლინიკა წარმოდგენილია შემდეგი სიმპტომებით: შეშუპებები, ფიზიკური განვითარების შეფერხება, წონაში დაკლება. შეშუპებები შესაძლებელია იყოს მცირედი ან გავრცელებული, ანასარკის ტიპის. ზოგჯერ აღინიშნება ჰიპოკალციემიური კრუნჩხვები და დისტროფიის უკიდურესი ხარისხი.
პლაზმის ცილის დაკარგვა, რომელიც შეიცავს იმუნოგლობულინების ყველა კლასს, მკვეთრად ამცირებს ბავშვების ზოგად წინააღმდეგობას ინფექციების მიმართ და განაპირობებს ინფექციური დაავადებების გახანგრძლივებულ მიმდინარეობას.

დიაგნოზი

ეყრდნობა ანამნეზსა და კლინიკურ სიმპტომებს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ნეფროზულ სინდრომთან. განმასხვავებელი ამ შემთხვევაში არის შეუსაბამობა ჰიპოპროტეინემიასა და შარდში ცილის რაოდენობრივ შემცველობასთან. განავალში ცილის არსებობა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, მიუთითებს ექსუდაციური ენტეროპათიის არსებობაზე.

მკურნალობა

სასურველია მკურნალობის რაც შეიძლება ადრეული დაწყება. პარენტერალურად შეჰყავთ ცილოვანი პრეპარატები (ალბუმინი, პლაზმა და სხვ.), ორგანული ცხიმები, გამოიყენება უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რეკომენდებულია ვიტამინები, ფერმენტები, ანაბოლური ჰორმონები და სხვ. სპეციფიკური თერაპია შუშავებული არ არის.

პროგნოზი პირველადი ექსუდაციური ენტეროპათიის დროს სერიოზულია. პედიატრიული დაავადებები


  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

(2) ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენტეროპათია – ნაწლავის დაავადებების საერთო სახელწოდება, რომელიც ხასიათდება წვრილ ნაწლავში ჰემორაგიული სინდრომით – გამოწვეული K ვიტამინის უკმარისობით.

.