ქრონიკული პნევმონია ბავშვებში

ქრონიკული პნევმონია ბავშვებში

ბავშვებში ქრონიკული ანთებითი პროცესების აღსანიშნავად, რომლებიც ყალიბდებიან ფილტვ-ბრონქის სისტემის თანდაყოლილი მანკის, სისტემური და მემკვიდრეობითი დაავადებების შედეგად, მიღებულია ტერმინი ,,მეორადი ქრონიკული პნევმონია”.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

კლინიკური სურათი

გამოირჩევა პოლიმორფიზმით. ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ქრონიკული პნევმონიის გამწვავებები მიმდინარეობს შედარებით მძიმედ და ხშირად მეორდება. სკოლის ასაკის ბავშვებში გამწვავებების დროს ტემპერატურა რჩება ნორმალური. სუნთქვის უკმარისობის ხარისხი დამოკიდებულია პროცესის გავრცელებაზე. ბავშვების ერთ ნაწილში აღინიშნება გულმკერდის დეფორმაცია და ფიზიკური განვითარების შეფერხება.

დიაგნოზი

დიაგნოზის დადგენა ხდება ანამნეზის, ქრონიკული ინფექციის კერების არსებობის, კლინიკური სიმპტომებისა და რენტგენოლოგიური გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ბრონქულ ასთმასთან, ქრონიკულ ბრონქიტთან, ტუბერკულოზთან, მუკოვისციდოზთან, ჰემოსიდეროზთან.

მკურნალობა

გამწვავების პერიოდში მკურნალობა ტარდება სტაციონარში. აუცილებელია სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოპროცედურები, ინფექციის მეორადი კერების სანაცია. პროგნოზი დამოკიდებულია მკურნალობის სისწორეზე, გართულებების არსებობაზე. შემოფარგლული ფორმების დროს იგი კეთილსაიმედოა, გავრცელებული ფორმების დროს პათოლოგიური პროცესი ხშირად პროგრესირებს.

პროფილაქტიკა

ითვალისწინებს მწვავე და გახანგრძლივებული პნევმონიების, ქრონიკული ინფექციისკერების დროულად მკურნალობას. პედიატრიული დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

ქრონიკული პნევმონია ბავშვებში