ცელიაკია

ცელიაკია

ცელიაკია (celiac disease) – ხასიათდება ნაწლავში შეწოვის პროცესების დარღვევით, წვრილი ნაწლავის სუბ – ან ატროფიითა და დადებითი რეაქციით აგლუტეინურ დიეტაზე. ცელიაკია გადაეცემა ავტოსომურ-დომინანტური ტიპით.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ეტიოლოგია, პათოგენეზი

დადგენილია დაავადების კავშირი საკვებად გლიადინის – ხორბლის, ჭვავისა და შვრიის მარცვლოვნების ცილის მიღებასთან. თუმცა ლორწოვან გარსზე გლიადინის ზემოქმედების  პათოლოგიური მექანიზმი ბოლომდე დადგენილი არ არის. არსებობს ვარაუდი ენზიმური დეფექტის არსებობაზე, კერძოდ, გლიადინპეპტიდაზას ან რომელიმე სხვა ფერმენტის არარსებობა ან უკმარისობა, რომელიც მონაწილეობს გლუტეინის დაშლაში; არსებობს ასევე მონაცემები ამ პათოლოგიის დროს წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსში იმუნოლოგიური რეაქციების შესახებ.

კლინიკურ სურათი

კლინიკურ ვარიანტებს შორის გამოიყოფა ჭეშმარიტი ცელიაკია და ცელიაკიის სინდრომი, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების დროს. ხშირად ცელიაკიის დასაწყისი ემთხვევა საკვებ რაციონში შემატებითი საკვების მიღებას, რომლებიც შეიცავენ ფქვილოვან ნაწარმს. ამიტომ დაავადების ნიშნები ჩნდება 6-12 თვის ასაკში.
ვლინდება გახშირებული უხვი, ქაფიანი, ცხიმიანი განავალი, მკვეთრი სუნით და ღია ფერის ან მორუხო ელფერით. განავალში, როგორც წესი, ვერ ვლინდება ნაწლავის პათოლოგიური მიკროფლორა. მკურნალობა დისპეფსიის ჩვეულებრივი მეთოდებით ეფექტს არ იძლევა.
ბავშვი მოთენთილია, ფერმკრთალი, ცუდად ჭამს, წონაში იკლებს.
თანდათანობით ვითარდება დისტროფია და ბავშვებს ეძლევათ დამახასიათებელი გარეგნობა: მკვეთრი გამოფიტვა, ჩამქრალი მზერა, მკვეთრი ლორწოვანი გარსები, დიდი მუცელი. რიგ შემთხვევებში ვითარდება შეშუპებები ქვედა კიდურებზე, ზოგჯერ ადგილი აქვს ძვლების სპონტანურ მოტეხილობებს; აღინიშნება ფსევდოასციტი. შემდეგში უერთდება პოლივიტამინური უკმარისობის სიმპტომებიც (მშრალი კანი, სტომატიტი, კბილების, ფრჩხილების, თმების დისტროფია და სხვ.). ცელიაკიის, განსაკუთრებით კი  მისი ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს, ადგილი აქვს დისაქარიდების, ცხიმების, ვიტამინების, რკინის, კალციუმის შეწოვის დარღვევას, ირღვევა ცისტეინის ტრანსპორტი, ტრიპტოფანის ცვლა, ანუ ლაპარაკია უნივერსალურ მალაბსორბციაზე. აღინიშნება ბავშვების როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა. დაავადების მნიშვნელოვანი სიმპტომია ტანდაბლობა. ცელიაკიის მიმდინარეობა ტალღისებურია, არაიშვიათად თან ერთვის მეორადი ინფექცია, რაც რიგ შემთხვევებში წყვეტს ავადმყოფის ბედს.

ცელიაკიის დიაგნოსტიკა

რთული არ არის. თუკი აგლუტეინური დიეტით ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება, ხოლო დიეტის დარღვევები იწვევს ცელიაკიისათვის დამახასიათებელი განავლის გაჩენას, დიაგნოზი თითქმის უეჭველია. საბოლოო დიგნოზის დადგენა ხდება წვრილი ნაწლავის ლორწოვანის ბიოპტატების ანალიზით.

მკურნალობა

ცელიაკიის დროს კომპლექსურია. ძირითადია აგლუტეინური დიეტის დანიშვნა. ბავშვები კარგად იტანენ კარტოფილს, ხილს, ბოსტნეულს, სიმინდისა და სოიოს ფქვილს, მცენარეულ ცხიმებს, ხორცს და თევზს და სხვ. აგლუტეინური დიეტის დაცვისას ავადმყოფი წონაში მატებას იწყებს 3 კვირაში. ნაწლავში ჰისტოლოგიური ცლილებები ქრება 2 – 2,5 წლის შემდეგ. პროგნოზი დიეტის დაცვისა და სწორი მკურნაობის დროს კეთილსაიმედოა. პედიატრიული დაავადებები



ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცელიაკია – (ბერძ. koiliakos – ნაწლავური დარღვევა სინ. იდიოპათიკური სტეატორეა, არატროპიკული სპრუ, გლუტეომგრძნობიარე ენტეროპათია და სხვ.) მემკვიდრეობითი, პროგრესირებადი დაავადება: ხასიათდება წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ატროფიით, გლუტეინის (წებოვანი მარცვლოვნების ცილა), კერძოდ გლუტეინის ერთ – ერთი ძირითადი კომპონენტის – გლიადინის თანდაყოლილი აუტანლობის შედეგად. დაავადება მანიფესტირდება ბავშვის რაციონში გლიადინშემცველი პროდუქტების შეყვანის შემდეგ, მაგ მანანის ბურღულის. გამოვლინებებია ხშირი დეფეკაცია ფაფისმაგვარი განავლით, სხეულის მასის დაქვეითება, მუცლის გადიდება, ფსიქომოტორულ განვითარებაში ჩამორჩენა, ჰიპოვიტამინოზები და ა. შ. სისხლში ვლინდება გლიადინის ანტისხეულები. მკურნალობა: აგლუტინური დიეტის მკაცრად დაცვა.