პიელიტი

პიელიტი

პიელიტითირკმლის მენჯის ანთება. ზედა საშარდე გზების-მენჯისა და ფიალების ლორწოვანი გარსების მწვავე ანთება მიმდინარეობს თირკმლის პარენქიმის ანთებითი დაზიანებითაც. მენჯისა და ფიალების ქრონიკული ანთება ყოველთვის გამოწვეულია რაიმე მიზეზით-თირკმელების ინტერსტიციული ქსოვილის ქრონიკული ანთებით ან დაავადებებით, რომლებიც ხელს უშლიან ანთებითი პროცესის ლიკვიდაციას (მენჯის კენჭი, ზედა საშარდე გზების სიმსივნე, შარდსაწვეთის სტრიქტურა და სხვ.). ყველა ამ შემთხვევებში აუცილებელია ძირითადი დაავადების დიაგნოსტიკა-ქრონიკული ნეფრიტის, ინფიცირებული ნეფროლითიაზის, ჰიდრონეფროზის, სიმსივნის და სხვ. ,,სუფთა” პიელიტი პრაქტიკულად არ არსებობს და უფრო სწორეა ვილაპარაკოთ მწვავე და ქრონიულ პიელონეფრიტზე.

შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.