დამამშვიდებელი მოქმედების მქონე მცენარეული ნაკრებები
|
1 |
||
| სამკურნალო ბარამბოს ფოთლები | 20 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 300 მლ. მდუღარე წყალი. დავაყოვნოთ 2 საათი, გავწუროთ.დავლიოთ თითო ჭიქით დღეში სამჯერ ჭამის წინ ნევროზის, უძილობის, გულისცემის აჩქარების დროს. |
| წითელი კუნელის ყვავილები | 20 გრ. | |
| ხუთფურცელა შავბალახას ბალახი | 30 გრ. | |
| სამკურნალო კატაბალახას ფესვები | 30 გრ. | |
|
2 |
||
| სამკურნალო კატაბალახას ფესვები | 50 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დავაყოვნოთ 2 საათი, გავწუროთ.დავლიოთ 1-2 ჭიქით დაწოლის წინ, უძილობის დროს. |
| ჩვეულებრივი სვიის გირჩები | 50 გრ. | |
|
3 |
||
| სამკურნალო ბარამბოს ფოთლები | 40 გრ. | 2 ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დავაყოვნოთ 2 საათი, გავწუროთ.დავლიოთ 1-2 ჭიქით დაწოლის წინ, უძილობის დროს. |
| სამკურნალო კატაბალახას ფესვი | 40 გრ. | |
| ჩვეულებრივი სვიის გირჩები | 20 გრ. | |
|
4 |
||
| ბაღის პიტნის ფოთლები | 30 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი. ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.დავლიოთ ½ ჭიქით დღეში სამჯერ, ნერვული აღგზნებისა და უძილობის დროს. |
| ხუთფურცელა შავბალახას ბალახი | 30 გრ. | |
| სამკურნალო კატაბალახას ფესვები | 20 გრ. | |
| ჩვეულებრივი სვიის გირჩები | 20 გრ. | |

1. მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში, სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.
2. გადასვლა საწყის გვერდზე >>>
_______________________________________
..