სურათზე ბატონი თენგიზი უწმინდესთან
ეს ერთის მხრივ, ძალიან მასშტაბური ინტერნეტ–პროექტია, მეორეს მხრივ უაღრესად სკურპულიოზულად და დეტალურად დამუშავებული. ერთის მხრივ მასშტაბურობა და მეორეს მხრივ დეტალებამდე დამუშავება დამახასიათებელია ქალბატონ ლალი დათეშიძის ჯგუფისათვის.
ამ პორტალს უკვე მრავალი მკითხველი ყავს, მათი რაოდენობა პორტალის სრულყოფის კვალობაზე გაიზრდება. ამ სფეროში თითქმის 30 წლიანი გამოცდილება მაქვს და პირდაპირ ვამბობ– ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტული პორტალი უდიდეს როლს ითამაშებს საქართველოში სამკურნალო მცენარეთა ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
ჩვენს ირგვლივ ტრიალებს ამ სფეროში დასაქმებული ათეულობით ადამიანი და თითქმის ყველა მათგანი გამოხატავს მადლიერებას უნივერსიტეტის მიმართ. პორტალი მათ რეალურად, კონკრეტულ საქმიანობაში საჭირო ინფორმაციასაც აწვდის და მორალურადაც ამხნევებს.
საინტერესო და მნიშვნელოვანია სხვა ასპექტიც. პორტალი ცდილობს ხელი შეუწყოს ქიმიური პრეპარატების გამოყენების კულტურის ფორმირებას. ეს დიდი პრობლემაა, დიდი კულუარული დინებებით. პორტალი საოცრად კარგად ლავირებს ამ დინებებში. იგრძნობა არა მარტო მეცნიერული არამედ პრაქტიკისა და ცხოვრების კარგი ცოდნა. ეს პროფესიონალის თვალს არ გამოეპარება.
ბატონო თენგიზ! რამდენად რეალურად მიგაჩნიათ სამკურნალო მცენარეთა ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოში სამონასტრო ბაღების ბაზაზე?
რეალობას მე ვერ შევაფასებ, მაგრამ პროექტი ლოგიკურადაა აგებული. სხვათაშორის ეს ლოგიკა საკმაოდ მარტივია– სამონასტრო ბაღი – გლეხი –რეალიზაცია–სამეცნიერო, საკონსულტაციო,სატრენინგო და საინფორმაციო თანხლება მე მჯერა, თუკი საპატრიაქრქო მასშ6აბაურ პროექტს დაიწყებს მას მრავალი ამოუდგება გვერდით.
პორტალზე უშუალოდ ინფრასტრუქტურული პროექტი, რატომღაც არ დევს. იგი უნდა იდოს პორტალზე და ყველას შეეძლოს გაცნობა.
როგორ უყურებთ ამ სფეროში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივას?
მე მივაქციე ყურადღება, რომ პორტალს აქვს ინგლისური, რუსული, თურქული, სპარსული და ჩინური ვერსიები. თავისთავად, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ცუდი არაა, მაგრამ მე მგონი ამ სფეროს არ ჭირდება იმხელა ინვესტიცია, რომ საქართველოში არ მოინახოს.
საერთოდ, საეკლესიო ჰოლდინგის შექმნის იდეა ყურადღებას იმსახურებს.
ამ იდეის ფარგლებში, ვგონებ გაადვილდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვაც.
Viewed 274 times by 88 viewers



