ბადურას ცენტრალური არტერიის გაუვალობა

ბადურას ცენტრალური არტერიის გაუვალობა

სიმპტომები მხედველობის უეცარი მკვეთრი გაუარესება ან დაკარგვა. თვალის ფსკერი არის რძისფერი-თეთრი, რომლის ფონზეც ყვითელი ლაქა ჩანს მუქი წითელი ფერის (ე. წ. ალუბლის კურკის სიმპტომი) >>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა – ბადურის ცენტრალური არტერიის დაცობა სპაზმის, ემბოლიის ან თრომბოზის შედეგად.

ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობასიმპტომები. მხედველობის უეცარი მკვეთრი გაუარესება ან დაკარგვა. თვალის ფსკერი არის რძისფერი-თეთრი, რომლის ფონზეც ყვითელი ლაქა ჩანს მუქი წითელი ფერის (ე. წ. ალუბლის კურკის სიმპტომი). ბადურის არტერიები მკვეთრად შევიწროებულია, ვენები ნაკლებადაა შევიწროვებული. თვალის კაკალზე დაჭერილსას სისხლძარღვთა პულსაცია მხედველობის ნერვის დისკზე არ აღინიშნება. დისკო მკრთალია, მისი საზღვრები არამკაფიოა პერიპაპილარული შეშუპების გამო. პროცესის შედეგია მხედველობის ნერვიატროფია და ყვითელი ხალის დეგენერაცია. შენარჩუნებულია უმნიშვნელო პერიფერიული მხედველობა. ცენტრალური არტერიის ტოტების დაცობის დროს ხდება მხედველობის ველის შესაბამისი უბნის გამოთიშვა. ცილიორეტინული არტერიის არსებობისას პაპილომაკულურ მიდამოს აქვს ნორმალური შეფერილობა და მხედველობის სიმახვილე აღდგება 1,0 – მდე.

ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობამკურნალობა. გამოიყენება სისხლძარღვთა გამაფართოვებელი და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები.

ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობაპროგნოზი ბადურის ცენტრალური არტერიისსპაზმის დროს კეთილსაიმედოა, დაცობის სხვა სახეების დროს – სერიოზულია, მხედველობა მკვეთრად ქვეითდება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

თვალის დაავადებები