ორთოგრაფიული წესების ძირითადი ჯგუფები (VII)

მთავარ გვერდზე 

ავტორი: ლალი დათეშიძე
რედაქტორი: მანანა კიკნაძე

კომპოზიტების მართლწერა

თხზვა ანუ კომპოზიცია გულისხმობს ახალი სახელის გაკეთებას სხვა სახელი ფუძისაგან. მაგალითად: სახელი ”თავ – თავი” შექმნილია სხვა სიტყვისაგან ”თავი”. ასევეა ”ცისარტყელა ” (ცის – სარტყელა). [აკ.შანიძე]   თხზვა ტერმინების შექმნის ერთ – ერთი ძირათად გზაა. სამედიცინო ტერმინთა უმეტესი ნაწილი თხზვის შედეგადაა მიღებული.   ორთოგრაფიული წესების გამოყენებისას, ცენტრალური მნიშვნელობა აქვს გავიაზროთ თხზვის შედეგად მიღებული ტერმინი ერთცნებიანი თუ მრავალცნებიანი. ერთცნებიანია თუ მრავალცნებიანი ესა თუ ის ტერმინი სპეციალისტისათვის რთული გასარკვევი არაა, თუმცა არის შემთხვევები, როცა გაუგებარია ერთცნებიანებს უნდა მივაკუთვნოთ თუ მრავალცნებიანებს. გარდა ამისა, ზოგიერთი სიტყვა ერთ შემთხვევაში ერთცნებიანი (ხელ – მოკლე, ვისაც მოკლე ხელი აქვს) და ხელმოკლე (ღარიბი). [აკ. შანიძე]

 ____________________________________________________________________