ორთოგრაფიული წესების ძირითადი ჯგუფები (IV)

მთავარ გვერდზე 

ბერძნულ – ლათინურ ელემენტებიანი სიტყვების მართლწერა

ალგორითმთა ამ ჯგუფის მომზადებისას, ძირითადად ვისარგებლეთ რუსუდან ზექალაშვილის სახელმძღვანელოთი. [1] მიანიშნებს რ.ზექალაშვილის სახელმძღვანელოზე. უშუალოდ სამედიცინო ტერმინოლოგიის საკითხებით დაინტერესებულ პირებს ვურჩევთ ამ სახელმძღვანელოს გაცნობას.

h

სამედიცინო ტერმინებში, სადაც ბერძნული ხორხისმიერი h  არის, უნდა დარჩეს ჰ და არა გ, როგორც ეს რუსულშია. ეს წესი ვრცელდება პრეფიქსოიდებზეც, ასევე ჰ რჩება სიტყვის შუაში, როგორც ლათინურ, ისე ბერძნულ სიტყვებში.  გ უნდა დაიწეროს ყველა იმ სიტყვაში, სადაც ამოსავალ ენაში g გამოიყენება.[1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

g

გ უნდა დაიწეროს ყველა იმ სიტყვაში, სადაც ამოსავალ ენაში g გამოიყენება.[1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

f

თუ ამოსავალ ენაში გვაქვს  ph ან f, ქართულად გადმოიცემა  ფ-თი, ხოლო  p – პ-თი.[1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

p

თუ ამოსავალ ენაში გვაქვს  ph ან f, ქართულად გადმოიცემა  ფ-თი, ხოლო  p – პ-თი.[1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

ph

თუ ამოსავალ ენაში გვაქვს  ph ან f, ქართულად გადმოიცემა  ფ-თი, ხოლო  p – პ-თი.[1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

ch

ლათინური  ch ქართულად გადმოიცემა ქ ასოთი და არა  ხ-თი. ეს წესი ვრცელდება პრეფიქსოიდებზეც.[1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

t

სამედიცინო ტერმინებში, სადაც ლათინურად th წერია (ბერძნ. თეტა), ქართულად იწერება თ, ხოლო t  (ბერძნ. ტაუ) გადმოიცემა ტ-თი (რუსულში ორივე შემთხვევაში t წერია), იგივე ითქმის გერმანული და ფრანგული წარმოშობის სიტყვებზეც.  [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

th

სამედიცინო ტერმინებში, სადაც ლათინურად th წერია (ბერძნ. თეტა), ქართულად იწერება თ, ხოლო t  (ბერძნ. ტაუ) გადმოიცემა ტ-თი (რუსულში ორივე შემთხვევაში t წერია), იგივე ითქმის გერმანული და ფრანგული წარმოშობის სიტყვებზეც.  [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

ca

c იკითხება როგორც კ – a-ს წინ [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

co

c იკითხება როგორც კ – o-ს წინ [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

cu

c იკითხება როგორც კ – u-ს წინ [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

ci

c იკითხება როგორც ც – i-ს წინ. [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

cy

c იკითხება როგორც ც – y-ს წინ. [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

cj

c იკითხება როგორც ც – j-ს წინ. [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

ce

c იკითხება როგორც ც – e-ს წინ. [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

cae

c იკითხება როგორც ც – ae-ს წინ. [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

coe

c იკითხება როგორც ც – oe-ს წინ. [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

ct

c  თანხმოვანი  t-ს წინ გადმოიცემა ქტ ბგერათკომპლექსით საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

kt

k  თანხმოვანი  t-ს წინ გადმოიცემა ქტ ბგერათკომპლექსით საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

ae

ლათინური დიფთონგები ae გადმოიცემა როგორც ე საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

oe

ლათინური დიფთონგები oe გადმოიცემა როგორც ე საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

i

ლათინური დიფთონგები i გადმოიცემა როგორც ი საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

eu

ლათინური დიფთონგები eu გადმოიცემა როგორც  ევ საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

au

ლათინური დიფთონგები au გადმოიცემა როგორც  ავ საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

ps

ps  კომპლექსი   ქართულად უნდა გადმოიცეს ფს-თი. [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

cs

cs  კომპლექსი   ქართულად უნდა გადმოიცეს  ქს-თი. [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

ks

ks  კომპლექსი   ქართულად უნდა გადმოიცეს  ქს-თი. [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

ex

ex, exen  ქართულად უნდა გადმოიცეს  გზ.  [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

exen

ex, exen  ქართულად უნდა გადმოიცეს  გზ.  [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

pt

p(tio)  ქართულად უნდა გადმოიცეს  ფც. [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

cc

როცა ლათინურად წერია cc (აქედან ხშირად პირველი c პრეფიქსისაა) ან ფუძე მთავრდება c-ზე და მოსდევს სუფიქსი – tio, ქართულად უნდა დაიწეროს ქც (და არა კც). გამონაკლისია გაორმაგებული cc. [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

pt

როცა ლათინურად წერია pt ქართულად გადმოიცემა როგორც პტ  [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

phth

phth  ბგერათკომპლექსი ქართულად გადმოიცემა როგორც  – ფთ  [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

qu

ლათინური წარმოშობის სიტყვებში qu  ბგერათაკომპლექსი იკითხება არა უ, არამედ – ვ. ქართულში ნორმადაა მიჩნეული დაიწეროს კვ (და არა ქვ). [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

lu

lu  ბგერათკომპლექსი რუსულად იწერება ëþ-თი, ქართულად კი –  ლუ. [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

la

la  ბგერათკომპლექსი რუსულად იწერება ëÿ-თი, ქართულად კი –  ლა. [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

al

ძალზე ხშირია შეცდომა – ალ (al)  სუფიქსიან ზედსართაულ ფუძეზე – ურ (ლ)  სუფიქსის დართვისას. უცხოურ – al და ქართულ – ურ სუფიქსებს ერთნაირი ფუნქცია აქვს, ამიტომ აღარაა საჭირო  – al,  – ურ უნდა დაერთოს უშუალოდ ფუძეს. [1] საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

dys

დიზ- (დის) პრეფიქსიან სიტყვებში თუ სიტყვა თანხმოვნით იწყება თავსართია  დის; თუ სიტყვა ხმოვნით იწყება თავსართია  დიზ საილუსტრაციო ფაილზე გასვლა

____________________________________________________________