ორთოგრაფიული წესების ძირითადი ჯგუფები (III)

მთავარ გვერდზე 

ავტორი: ლალი დათეშიძე; რედაქტორი: მანანა კიკნაძე

ფუძის კვეცა

საილუსტაციო მაგალითების სანახავად დააჭირეთ ტექსტის ფრაგმენტს. დალინკული ფრაგმენტები ხაზგასმულია.

”ბოლო – კვეცილი სახელები ფუძის უკანასკნელ ბგერად ორ ხმოვანს გვიჩვენებს: ა – სა და ე – ს, რომლებიც ხმოვნით დაწყებულ სუფიქსებს უშუალოდ ხვდებიან და იკვეცებიან. კვეცა ხდება მხოლობითი რიცხვის ორ ბრუნვაში: ნათ.- სა და მოქ. – ში და ები – იანი მრავლობითის ყველა ბურნვაში. მხოლობითი რიცხვის ორი დასახელებული ბრუნვისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, ა მოუდის ფუძეს ბოლოში, თუ ე; ებ – იანი მრავლობითის წარმოებისათვის კი ამას მნიშვნელობა აქვს: თუმცა აქ ორივე ხმოვნით გათავებული ფუძეები თანხმოვნიან სახელთა ჯგუფში გადადის, მაგრამ განსხვავება მათ შორის ის არის, რომ ა იკვეცება, ე კი – არა. ამის მიხედვით ე – ნიანი სახელები ფუძე – უკუმშველ სახელებს ეკედლება. ა – ნიანი კი – ფუძე – კუმშვადებს.” (ა. შანიძე)
ა – ზე ფუძეგათავებულ სახელთაგან ზოგი სახელი მხოლობითში უკვეცელია, მრავლობითში – კვეცადია. კოდალა – კოდალები, ნიბლია – ნიბლიები.

 ________________________________________________________