ორთოგრაფიული წესების ძირითადი ჯგუფები (II)

მთავარი გვერდი 

ავტორი: ლალი დათეშიძე; რედაქტორი: მანანა კიკნაძე

ფუძის კუმშვა

ფუძეკუმშვადობის  შემოწმება

საილუსტაციო მაგალითების სანახავად დააჭირეთ ტექსტის ფრაგმენტს. დალინკული ფრაგმენტები ხაზგასმულია.

”ფუძე შეიძლება შეეკვეცოს სხვადასხვა შედგენილობისა და სხვადასხვა ბოლო თანხმოვნის მქონე სახელებს, მაგრამ უმთავრესად ისეთებს, რომელთაც ფუძის ბოლოს უზის მარცვლები  ალ,   ელ,   ან,   ენ,   არ,   ემ,   ოლ,   ორ,   ერ,   ამ ”  ა. შანიძე). ფუძე  –  კუმშვად ბოლო  –  თანხმოვნიან სახელებს ფუძე  –  უკუმშველთაგან განსხვავება აქვთ მარტოოდენ მხოლობითის სამ ბრუნვაში (ნათ., მოქ., ვით.  –  ში) და აგრეთვე პირველი მრავლობითის ყველა ბრუნვაში, სხვაგან კი  –  არსად. ეს განსხვავებაც მარტოოდენ ფუძის  ვითარებას შეეხება. ფუძეა მხოლოდ შეკუმშული (ე.ი. ერთი მარცვლით შემცირებული) იმის გამო, რომ უკანასკნელი ხმოვანი ან სრულიად ამოღებულია (როცა რედუქცია ა და ე ხმოვანს მოუდის, ან მარცვლოვანება ავს დაკარგული და შემდეგ ვ  –  დ არის შეცვლილი (როცა რედუქცია ო  –  ს მოუდის). უკანასკნელ შემთხვევაში შეიძლება მოსალოდნელი ნარედუქციალი ვ  –  ც დაიკარგოს, თუ ის ბაგისმიერი ბგერების მეზობლობაში მოყვა” (ა. შანიძე. გვ.54. ტ.3) (ბაგისმიერია ბ, ფ, პ, მ.)

____________________________________________________