ბუშტნამქერი

ბუშტნამქერი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧ ,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

ქორიონის თავისებური ცვლილება, რომელიც ვლინდება ხაოების ზომების მკვეთრი ზრდით, რომელთა გაყოლებაზე წარმოიქმნება ბუშტუკისებრი გაფართოებები. ბუშტნამქერმა შესაძლებელია მოიცვას მთელი ქორიონი (სრული ბუშტნამქერი) ან მისი ნაწილი (ნაწილობრივი ბუშტნამქერი). ვარაუდობენ დაავადების ინფექციურ, ჰორმონულ, გენეტიკურ გენეზს. ჩვეულებრივ აღინიშნება 20-30 წლის ასაკის ქალებში.

სიმპტომები, მიმდინარეობა

აღინიშნება მენსტრუაციის შეჩერება 2-3 თვით და მეტად, რომლის ფონზეც ვლინდება სისხლიანი გამონადენი, რაც გამოწვეულია ნამქერის ბუშტუკების მოცილებით.დამახასიათებელია საშვილოსნოს ზომების შეუსაბამობა ორსულობის ვადასთან (საშვილოსნოს ზომები მეტია).
საშვილოსნო ღებულობს მკვრივ-ელასტიკურ კონსისტენციას. საშვილოსნოს ზომების გადიდების დროს, რომელიც შეესაბამება ორსულობის 20 კვირაზე მეტ ვადას, საშვილოსნოში ნაყოფის არსებობის დადგენა ვერ ხერხდება ელექტრო-, ფონო – და რენტგენოგრაფიითაც კი.
ავადმყოფთა 30-40% – ს აღენიშნებათ საკვერცხის თეკალუთეინური ცისტები, რომლებიც ნამქერის დაბადების შემდეგ დამოუკიდებლად ქრებიან და ასეთ შემთხვევაში არ მოითხოვს ქირურგიულ მკურნალობას.
სახიფათოა ქორიონეპითელიომის შემდგომი განვითარება. ორსულობაზე ბიოლოგიური და იმუნოლოგიური რეაქციები მკვეთრად დადებითია.

დიაგნოზი

დაავადების დასაწყისში ხშირად მცდარია. მის დასაზუსტებლად გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება თავისთავად (სპონტანურ) აბორტთან, მრავალნაყოფიან ორსულობასთან, წყალუხვობასთან და საშვილოსნოს მიომასთან.

მკურნალობა

საშვილოსნოდან ბუშტნამქერის დაუყონებლივი გამოდევნება. ამისათვის იყენებენ საშვილოსნოს გამოფხეკას, ვაკუუმ-ასპირაციას, სამშობიარო მოქმედების მედიკამენტოზურ გამოწვევასა და საკეისრო კვეთას (საშვილოსნოს დიდი ზომების დროს). ქორიონული ეპითელის მნიშვნელოვანი ეპითელიზაციის დროს ინიშნება ციტოსტატიკური პრეპარატები.

პროგნოზი

სერიოზულია; ბუშტნამქერის მოცილების შემდეგ საჭიროა დაკვირვება ქალთა კონსულტაციაში 2 წლის განმავლობაში. 


ბუშტნამქერი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ბუშტნამქერი – ქორიონის თავისებური ცვლილება, რომელიც ვლინდება ხაოების ზომების მკვეთრი ზრდით, რომელთა გაყოლებაზე წარმოიქმნება ბუშტუკისებრი გაფართოებები.
🔘 ბუშტნამქერმა შესაძლებელია მოიცვას მთელი ქორიონი (სრული ბუშტნამქერი) ან მისი ნაწილი (ნაწილობრივი ბუშტნამქერი).
💢 ბუშტნამქერის დროს საშვილოსნო ღებულობს მკვრივ-ელასტიკურ კონსისტენციას.
📅 საშვილოსნოს ზომების გადიდების დროს, რომელიც შეესაბამება ორსულობის 20 კვირაზე მეტ ვადას, საშვილოსნოში ნაყოფის არსებობის დადგენა ვერ ხერხდება ელექტრო-, ფონო – და რენტგენოგრაფიითაც კი.
🖇 ავადმყოფთა 30-40% – ს აღენიშნებათ საკვერცხის თეკალუთეინური ცისტები, რომლებიც ნამქერის დაბადების შემდეგ დამოუკიდებლად ქრებიან და ასეთ შემთხვევაში არ მოითხოვს ქირურგიულ მკურნალობას.
🔬 დაავადების დასაზუსტებლად გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა.
⭕️ დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება თავისთავად (სპონტანურ) აბორტთან, მრავალნაყოფიან ორსულობასთან, წყალუხვობასთან და საშვილოსნოს მიომასთან.
👉 გაიგეთ მეტი ბუშტნამქერის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3kMeSpn
#ბუშტნამქერი #ბუშტნამქერისნიშნები #ბუშტნამქერისსიმპტომები #ბუშტნამქერისდიაგნოსტიკა #ბუშტნამქერისმკურნალობა #ბუშტნამქერისმიზეზები #რაარისბუშტნამქერი #ორსულობა #გინეკოლოგია #გინეკოლოგიურიდაავადებები #საშვილოსნოსარანორმალურიზრდა #გულისრევა #ღებინება #ვაგინალურისისხლდენა #მაღალიარტერიულიწნევა #მრავალნაყოფიანიორსულობა #წყალუხვობა #საშვილოსმიომა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გადასვლა > გინეკოლოგია, მეანობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით..