მშობიარობის შემდგომი სალპინგოოოფორიტი

მშობიარობის შემდგომი სალპინგოოოფორიტი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


მშობიარობის შემდგომი სალპინგოოოფორიტი – საშვილოსნოს დანამატების ანთება; ხშირად წარმოადგენს ენდომიომეტრიტის გართულებას. ინფექციის გამომწვევია სეპტიკური ჯგუფის მიკრობები. ინფექცია ვრცელდება ლიმფოგენურად ან საშვილოსნოს მილებით. ანთებითი პროცესი თავდაპირველად ვრცელდება საშვილოსნოს მილებზე, შემდეგ კი საკვერცხეებზე.

სიმპტომები, მიმდინარეობა

დაავადება ვითარდება მშობიარობიდან მე-8-10 დღეს. მიმდინარეობს ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, სხეულის ტემპერატურის მომატებით 38 – 390 C-მდე, შემცივნებით, ტაქიკარდიით, მუცელში ძლიერი ტკივილით, გულისრევით, მეტეორიზმით, პერიტონეალური სიმპტომებით.
საშოს მხრივ გამოკვლევებით ვლინდება ენდომეტრიტის ნიშნები და საშვილოსნოს დანამატების პასტოზურობა ორივე ან ცალ მხარეს. საშვილოსნოს დანამატები მკვეთრად მტკივნეულია პალპაციისას. პროცესის ჰიპერერგული მიმდინარეობის დროს შესაძლებელია დაჩირქება (პიოსალპინქსი, პიოვარიუმი) დიფუზური ჩირქოვანი პერიტონიტის განვითარებით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება პარამეტრიტთან, მენჯისმხრივ თრომბოფლებიტთან, მწვავე აპენდიციტთან.

მკურნალობა

წოლითი რეჟიმი, ყინული მუცელზე, დიეტა, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, გამაყუჩებელი პრეპარატები, მადესენსიბილიზირებელი საშუალებები, კალციუმის ქლორიდის 10%-იანი ხსნარი ვენაში, შემდეგში ფრთხლად ატარებენ ფიზიოთერაპიულ პროცედურებს. ჩირქოვანი წარონაქმნების დროს მიმართავენ პუნქციას. პიოსალპინქსის ან პიოვარიუმის მოსალოდნელი გასკდომის ან გასკდომისას ნაჩვენებია სასწრაფო ლაპარატომია და დაზიანებული დანამატების ამოკვეთა; ჩვენების მიხედვით ტარდება საშვილოსნოს ამოკვეთა. გადასვლა >> გინეკოლოგია, მენაობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. . “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.