მშობიარობის შემდგომი პარამეტრიტი

მშობიარობის შემდგომი პარამეტრიტი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ინფექციის გავრცელების (სტაფილო-, სტრეპტოკოკები, ეშერიხიები და სხვ.) შედეგი ლიმფოგენურად მშობიარობის შემდგომი წყლულიდან ან ინფიცირებული საშვილოსნოდან. პარამეტრიუმში ინფექციის გამომწვევის შეღწევას ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელისა და საშოს ზედა მესამედის დაზიანება. ანთებითი სეკრეტი სწრაფად მკვრივდება, რაც დაზიანებულ ქსოვილებს აძლევს დამახასიათებელ კონსისტენციას.

სიმპტომები, მიმდინარეობა

დაავადება იწყება მწვავედ, მშობიარობიდან მეორე კვირაზე, მიმდინარეობს ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, შემცივნებით, მაღალი ტემპერატურით, შარდვის დარღვევებით. ენდომეტრიტს ხშირად თან ახლავს პარამეტრიტი. პერიტონეალური სიმპტომები გამოხტულია უმნიშვნელოდ, ან საერთოდ არ აღინიშნება, რამდენადაც ანთებითი ინფილტრატი მდებარეობს ექსტრაპერიტონეალურად. დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ სურათსა და საშოს გამოკვლევის მონაცემებს. საშვილოსნოს გვერდიდან პალპირდება მკვრივი ინფილტრატი (ერთი ან ორმხრივი), რომელიც აღწევს მენჯის კედლებს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება სალპინგოოოფორიტთან, მენჯის პერიტონიტთან და მეტროთრომბოფლებიტთან.

მკურნალობა

წოლითი რეჟიმი, ყინული მუცელზე (პირველ დღეებში), გამაყუჩებელი საშუალებები, ანტიბიოტიკები. ინფილტრატის დაჩირქების დროს – უკანა კოლპოტომია.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.