მშობიარობის შემდგომი წყლული

მშობიარობის შემდგომი წყლული წარმოიქმნება მშობიარობიდან მე-3-4 დღეზე შორისის, საშოსა და საშვილოსნოს ყელის ჭრილობის დაინფიცირების შედეგად. ანთებითი პროცესი მიმდინარეობს ნეკროზული ნადების წარმოქმნით. ზოგჯერ აღინიშნება სუბფებრილური ტემპერატურა.

მშობიარობის შემდგომი წყლული – დიაგნოზი

დადგენა ხდება შორისის, საშოსა და საშვილოსნოს ყელის სარკეებით დათვალიერებით. წყლული წარმოადგენს ჭრილობით ზედაპირს, რომელიც დაფარულია მორუხო ფერის, მკვრივი ნადებით. პერიფერიული ქსოვილები შეშუპებული და ჰიპერემიულია.

მკურნალობა

ჭრილობაზე ადებენ დოლბანდის სალფეთქს, რომელიც დასველებულია ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონულ ხსნარში და ანტიბიოტიკის შემცველ ემულსიაში. წყლულოვანი ზედაპირის გასუფთავებას ესაჭიროება რამდენიმე დღე.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.