მშობიარობის შემდგომი პერიოდი

მშობიარობის შემდგომი პერიოდი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

 ბიუსჰალტერები მეძუძური დედებისათვის ,,ამაზონზე”
დედის რძის გამოსაწველი ელექტრო აპარატები
დედის რძის გამოსაწველი მექანიკური  აპარატები
დედის რძის შესანახი პაკეტები
დედის რძის შესანახი ბოთლები
მშობიარობის შემდგომი ბანდაჟები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


მშობიარობის შემდგომი პერიოდი გრძელდება 6-8 კვირის განმავლობაში. ადგილობრივი ცვლილებები გამოიხატება საშვილოსნოს მხრივ (ინვოლუცია).
საშვილოსნოს ინვოლუციის მაჩვენებლებია მისი ფსკერის მდებარეობა: პირველი დღეების ბოლოს – ჭიპის დონეზე, მე-5 დღეზე – ჭიპსა და უბეს შორის, მე-10 დღის ბოლოს – უბის ქვევით. საშვილოსნოს შიგნითა პირი იხურება მე-10 დღის ბოლოს, გარეთა – მე-3 კვირაზე.
უშუალოდ მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირი წარმოადგენს უხვი სეკრეტიან ჭრილობით ზედაპირს (სისხლით).
ამ ზედაპირის ეპითელიზაცია მიმდინარეობს თანდათანობით: მე-10 დღეზე ეპითელიზდება საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირი, გარდა პლაცენტარული ფართისა, ხოლო მე-3 კვირის ბოლოს ხდება საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირის მთლიანი ეპითელიზაცია.
შესაბამისად იცვლება მშობიარობის შემდგომი გამონადენის ხასიათიც. მშობიარობის შემდეგ პირველი 5 დღის განმავლობაში ლოქიები ჩვეულებრივ სისხლიანია; მე-6-დან 10 დღემდე – უხვი მოყავისფეროა; მე-11-დან მე-15 დღემდე ზომიერად მოყვითალოა; მე-16-დან მე-20 დღემდე – მცირე რადენობისა და მოთეთროა. მესამე კვირიდან ლოქიები ღებულობენ ლორწოვან ხასიათს ლაქტოგენური ჰორმონის გავლენით; მშობიარობიდან მე-3-4 დღეზე იწყება რძის გამომუშავება (ხსენი, გარდამავალი რძე, მწიფე რძე).

მიმდინარეობა

მშობიარობის შემდეგ მშობიარე საკმაოდ დაღლილია და საჭიროებს დასვენებას. ტემპერატურა ნორმალურია, შეიძლება აღინიშნოს მისი ერთჯერადი მომატება მე-3-4 დღეზე, რაც უკავშირდება მიკრობების შეღწევას საშვილოსნოში, ან სარძევე ჯირკვლების გამაგრებას.
პულსი ხშირად ნორმალურია, იშვიათად აღინიშნება ბრადიკარდია, არტერიული წნევა მცირედ დაქვეითებულია. საჭიროა მშობიარეზე ყოველდღიური დაკვირვება.
იზომება პულსი, არტერიული წნევა; სინჯავენ სარძევე ჯირკვლებს, ყურადღება ექცევა საშვილოსნოს ინვოლუციას, ლოქიების ხასიათს, ასევე დეფეკაციასა და მოშარდვას.
შეკრულობისას მშობიარობიდან მე-3 დღეზე კეთდება გამწმენდი ოყნა ან ინიშნება საფაღარათოები.
საჭიროა სრულფასოვანი კვება, ვიტამინების საკმარისი რაოდენობით. მუშავდება სარძევე ჯირკვლები, შხაპის ქვეშ დაბანა შეიძლება მე-10 დღეზე, აბაზანა – მე-3 კვირის ბოლოს.
სქესობრივი ცხოვრება დასაშვებია არა უადრეს 6 კვირისა მშობიარობიდან. გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


მშობიარობის შემდგომი პერიოდილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 მშობიარობის შემდგომი პერიოდი
📅 მშობიარობის შემდგომი პერიოდი გრძელდება 6-8 კვირის განმავლობაში.
📌 ადგილობრივი ცვლილებები გამოიხატება საშვილოსნოს მხრივ (ინვოლუცია).
🔎 საშვილოსნოს ინვოლუციის მაჩვენებლებია მისი ფსკერის მდებარეობა:
➡️ პირველი დღეების ბოლოს – ჭიპის დონეზე;
➡️ მე-5 დღეზე – ჭიპსა და უბეს შორის;
➡️ მე-10 დღის ბოლოს – უბის ქვევით;
➡️ საშვილოსნოს შიგნითა პირი იხურება მე-10 დღის ბოლოს;
➡️ გარეთა პირი იხურება მე-3 კვირაზე.
🛌 მშობიარობის შემდეგ მშობიარე საკმაოდ დაღლილია და საჭიროებს დასვენებას.
🌡 ტემპერატურა ნორმალურია, შეიძლება აღინიშნოს მისი ერთჯერადი მომატება მე-3-4 დღეზე, რაც უკავშირდება მიკრობების შეღწევას საშვილოსნოში, ან სარძევე ჯირკვლების გამაგრებას.
🩸 პულსი ხშირად ნორმალურია, იშვიათად აღინიშნება ბრადიკარდია, არტერიული წნევა მცირედ დაქვეითებულია.
👉 გაიგეთ მეტი სტატიიდან – https://bit.ly/3oN0heA
#მშობიარობა #მშობიარობისშემდგომიპერიოდი #ღამისოფლიანობა #ჰორმონალურიდისბალანსი #ბუასილი #მკერდისგამკვრივება #თმისცვენა #ვაგინალურისისხლდენა #კანისცვლილებები #ვაგინაურიცრემლები #ყაბზობა #საშვილოსნოსინვოლუცია #ტემპერატურისმატება #ბრადიკარდია #ჰიპოტენზია #ორსულობა #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.