წყალუხვობა

წყალუხვობა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”


ამნიონის ღრუში სანაყოფო წყლების ჭარბი დაგროვება (2 ლ-ზე ზევით). მიზეზები არასაკმარისადაა შესწავლილი; გარკვეული მნიშვნელობა აქვს შაქრიან დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, რეზუს-კონფლიქტს, მუცელშიგა ინფექციებს. არაიშვიათად თან ახლავს ნაყოფის განვითარების მანკები. წყალუხვობა შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული, ხშირად მთავრდება ნაადრევი მშობიარობით.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ზოგადი სისუსტე, ქოშინი დიაფრაგმის მაღლა დგომის გამო, პულსის გახშირება, შეშუპებები. ხშირად აღინიშნება ნაყოფის არასწორი მდებარეობა. საშვილოსნოს ზომები იმაზე მეტია, რაც უნდა შეესაბამებოდეს ორსულობის ვადას. საშვილოსნო დაძაბულია, პალპაციით ნაყოფის ნაწილების პალპირება გაძნელებულია, გულის ტონები მოისმინება არამკაფიოდ. საშოსმხრივი გამოკვლევისას აღინიშნება სანაყოფო ბუშტის დაჭიმვა. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება მრავალნაყოფიან ორსულობასთან, დიდი ზომის ცისტებთან, ასციტთან.

მკურნალობა

მწვავე წყალუხვობის დროს ნაჩვენებია ამნიოტომია და ამნიონური სითხის ფრთხილი და ნელი გამოშვება. ქრონიკულ წყალუხვობას მკურნალობენ კონსერვატიული მეთოდებით. მშობიარობა წყალუხვობის დროს არაიშვიათად რთულდება სამშობიარო მოქმედების სისუსტით, ნორმალურად მდებარე პლაცენტის ნაადრევი აშრევებით, ჰიპოტონური სისხლდენით, რაც დაკავშირებულია საშვილოსნოს მეტისმეტად გაჭიმვასთან. ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად საშვილოსნოს ყელის არასრული გახსნისას აუცილებელია გამოშვებულ იქნას ნაწილი სანაყოფო წყლებისა, სამშობიარო მოქმედების სისუსტის დროს ტარდება შესაბამისი თერაპია. მე-3 პერიოდში ტარდება ჰიპოტონურისისხლდენის პროფილაქტიკა. გადასვლა >>გინეკოლოგია, მეანობა


ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

წყალუხვობა – ორსულის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც სანაყოფე წყლების რაოდენობა აღემატება 1,5 ლიტრს. მიზეზები არასაკმარისადაა შესწავლილი; გარკვეული მნიშვნელობა აქვს შაქრიან დიაბეტს, გულ – სისხლძარღვთა დაავადებებს, რეზუს – კონფლიქტს, მუცელშიგა ინფექციებს. არაიშვიათად თან ახლავს ნაყოფის განვითარების მანკები. წყალუხვობა შეიძლება იყოს მწვავე და  ქრონიკული, ხშირად მთავრდება ნაადრევი მშობიარობით.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.