მშობიარობის შემდგომი სისხლდენა

 მშობიარობის შემდგომი სისხლდენა (postpartum hemorrhage)

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

განასხვავებენ მომყოლის შემდგომი პერიოდის სისხლდენას და ადრეული მშობიარობის შემდგომი პერიოდის სისხლდენას.
მომყოლის შემდგომი პერიოდის სისხლდენა ვითარდება
საშვილოსნოს ჰიპოტონიის, ასევე პლაცენტის მდებარეობისა და მიმაგრების ანომალიების დროს (წინმდენარეობა, მკვრივი მიმაგრება, პლაცენტის მიხორცება), სამშობიარო გზების რბილის ქსოვილების (საშვილოსნოს ყელი, შორისი და სხვ.) ტრავმების, საშვილოსნოს კედლიდან პლაცენტის არასრული მოცილებისას მშობიარობის მე-3 პერიოდში.

სიმპტომები, მიმდინარეობა

სამშობიარო გზების რბილის ქსოვილების დაზიანების დროს განვითარებული სისხლდენა ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: კარგი შეკუმშვის უნარის მქონე საშვილოსნოს დროს სასქესო გზებიდან გრძელდება სისხლის გამოდენა, საშვილოსნოს შესაკუმში პრეპარატების შეყვანა არ ამცირებს სისხლდენას. საშვილოსნოს ჰიპოტონიის დროს ან პლაცენტის მოცილებისას განვითარებული სისხლდენის დროს, საშვილოსნო რჩება არასაკმარისად შეკუმშული და სისხლდენა გრძელდება.

მშობიარობის მე-3 პერიოდში განვითარებული სისხლდენის დროს პირველ რიგში აუცილებელია გამოირიცხოს საშვილოსნოს ყელის და სამშობიარო გზების რბილის ქსოვილების გაგლეჯა. ამის შემდეგ საჭიროა დადგინდეს მოსცილდა თუ არა საშვილოსნოს კედელს მომყოლი. მომყოლის მოცილების დროს სამკურნალო ღონისძიებებს ატარებენ თანამიმდევრობით. ძლიერი სისხლდენის დროს მაშინვე იწყებენ მომყოლის ხელით მოცილებასა და გამოდევნებას, დროის დაკარგვის გაერეშე. პლაცენტის ნამდვილი მიხორცების დროს არ შეიძლება პლაცენტის ხელით მოცილება (სასიკვდილო სისხლდენის საშიშროების გამო), არამედ ატარებენ საშვილოსნოს ამპუტაციას. ამავდროულად ტარდება სისხლდენის ანაზღაურებისაკენ მიმართული ღონისძიებები. (პლაზმის, ერითროციტული მასის, სისხლშემცვლელების ინფუზია).
სისხლდენა ადრეულ მშობიარობის შემდეგომ პერიოდში შესაძლებელია გამოწვეული იყოს საშვილოსნოს ჰიპო – ან ატონიით (უფრო ხშირად); საშვილოსნოში პლაცენტის ნაწილების შეჩერებით; საშვილოსნოს გაგლეჯით; ჰიპოფიბრინოგენემიით.

ჰიპოტონიის დროს საშვილოსნო დუნეა, ცუდად იკუმშება გარეთა მასაჟით, მოისინჯება მუცლის კედლიდან, მდებარეობს შედარებით მაღლა. სისხლი სასქესო ორგანოებიდან გამოედინება ნაკადით (შენადედებით ან მის გარეშე), ან გამოედინება ცალეკულ პორციებით. მშობიარის მდგომარეობა პროგრესულად უარესდება, დაკარგული სისხლის რაოდენობის მიხედვით. მატულობს კოლაფსისა და მწვავე პოსტჰემორაგიული ანემიის მოვლენები. თუკი დროუად არ იქნა მიღებული ზომები, მაშინ მშობიარე შეიძლება დაიღუპოს. ჰიპოფიბრინოგენემიური (კოაგულოპათური) სისხლდენა შესაძლებელია შერწყმული იყოს საშვილოსნოს ჰიპოტონიასთან ან წარმოიქმნას თვითნებურად. სასქესო ორგანოებიდან სისხლი გამოედინება შენადედების გარეშე. ჰიპოფიბრინოგენემიის დიაგნოსტიკისათვის საჭიროა სასწრაფოდ იქნას ჩატარებული სინჯი სისხლის შენადედის გახსნით.

მკურნალობა

უწინარეს ყოვლისა საჭიროა დავრწმუნდეთ მომყოლის მთლიანობაში. მისი დეფექტის დროს აუცილებელია საშვილოსნოს ხელით გამოკვლევა. შემდეგ ატარებენ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია საშვილოსნოს ჰიპოტონიის საწინააღმდეგოდ: შარდის ბუშტის გათავისუფლება კათეტერით; ვენაში საშვილოსნოს შესაკუმში საშუალებების შეყვანა; საშვილოსნოს გარეთა მასაჟი; ყინული მუცლის ქვევით.
თუკი სისხლდენა არ წყდება, მაშინ მიმართავენ ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია საშვილოსნოსაკენ სისხლის მიდინების შემცირებისაკენ. თუკი სისხლდენა მაინც გრძელდება მაშინ, როგორც შუალედური ღონისძიება, შესაძლებელია ჩატარდეს საშვილოსნოს მაგისტრალური სისხლძარღვების გადაკვანძვა.
თუკი ყველა ზემოთ აღწერილი ღონისძიებები არაეფექტურია, მაშინ ტარდება საშვილოსნოს ამპუტაციის ან მისი ექსტირპაციის ოპერაცია, რომელიც აბსოლუტურად ნაჩვენებია სისხლის შემადედებელი სისტემის დარღვევების დროს. მომყოლის შემდგომი და მშობიარობის შემდგომი პერიოდების სისხლდენის

პროფლაქტიკა

ითვალისწინებს ქალთა კონსულტაციებში მაღალი რისკის ჯგუფის მშობიარეების გამოყოფას. (ხშირი და გართულებული აბორტები, ინფანტილიზმი, წყალუხვობა, მრავალნაყოფიანობა, დაგვიანებული ორსულობა).


მშობიარობის შემდგომი სისხლდენა – ლალი დათეშიძისა სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤰 მშობიარობის შემდგომი სისხლდენა
🔎 განარჩევენ:
➡️ მომყოლის შემდგომი პერიოდის სისხლდენა – ვითარდება:
📎 საშვილოსნოს ჰიპოტონიის;
📎 პლაცენტის მდებარეობისა და მიმაგრების ანომალიების დროს;
📎 სამშობიარო გზების რბილის ქსოვილების ტრავმების დროს;
📎 საშვილოსნოს კედლიდან პლაცენტის არასრული მოცილებისას
➡️ ადრეული მშობიარობის შემდგომი პერიოდის სისხლდენა;
🩺 უწინარეს ყოვლისა საჭიროა დავრწმუნდეთ მომყოლის მთლიანობაში. მისი დეფექტის დროს აუცილებელია საშვილოსნოს ხელით გამოკვლევა.
📌 შემდეგ ატარებენ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია საშვილოსნოს ჰიპოტონიის საწინააღმდეგოდ:
✅ შარდის ბუშტის გათავისუფლება კათეტერით;
✅ ვენაში საშვილოსნოს შესაკუმში საშუალებების შეყვანა;
✅ საშვილოსნოს გარეთა მასაჟი;
✅ ყინული მუცლის ქვევით.
👉 შეიტყვეთ მეტი სტატიიდან – https://bit.ly/3M41tnA
#მშობიარობა #მშობიარობისშემდგომისისხლდენა #მშობიარობისშემდგომიგართულებები #ვაგინალურიჭრილობისშეხორცება #საკეისროჭრილობისშეხორცება #ხასიათისცვლილებები #ღამისოფლიანობა #რძისგამოჟონვა #ახალშობილი #ახალშობილისმოვლა #მომყოლისშემდგომისისხლდენა #საშვილოსნოსჰოპოტონია #პლაცენტისმდებარეობისანომალია #პლაცენტისმიმაგრებისანომალია #სამშობიაროგზებისტრავმები #პლაცენტისარასრულიმოცილება #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.