სპინური ამიოტროფია

სპინური ამიოტროფია spinal amyotrophy

სპინური ამიოტროფია მემკვიდრეობითი ქრონიკული დაავადებების ჯგუფი; ხასიათდება პროგრესირებადი ატროფიული პარეზებით, რომელიც განპირობებულია ზურგის ტვინის წინა რქების დაზიანებით.

სპინური ამიოტროფია – ვერდნიგ-გოფმანის ბავშვთა სპინური ამიოტროფია ვლინდება სიცოცხლის პირველ წელზე. თავდაპირველად ზიანდება ტანისა და ფეხების კუნთები, მოგვიანებით პროცესში ერთვება კუნთების ყველა ჯგუფი, იმ კუნთების ჩათვლით, რომლებიც ინერვირდებიან ქალას ნერვებით. მყესოვანი რეფლექსები ქრება;ტიპიურია ფასციკულარული კრთომები. მგრძნობელობა და მენჯის ფუნქციები დარღვეული არ არის. დაავადების გვიანდელ სტადიებში ვითარდება კონტრაქტურები და ჩონჩხის დეფორმაცია. ეფექტური მკურნალობა არ არსებობს; დაავადება რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ მთავრდება სიკვდილით.

სპინური ამიოტროფია – კუგელბერგ-ველანდერის კეთილთვისებიანი სპინური ამიოტროფია. ატროფიული პარეზები და ფასციკულაციები ხშირად ვლიდება ბავშვობაში და ახალგაზრდობაში. ზიანდება უპირატესად კიდურების პროქსიმალური ნაწილები. პროცესი თანდათანობით გენერალიზდება, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში ავადმყოფი ინარჩუნებს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას. პარაკლინიკური მონაცემები ავლენენ როგორც ნეიროგენული ამიოტროფიისათვის, ასევე მიოდისტროფიისათვის დამახასიათებელ ცვლილებებს. მკურნალობა სიმპტომატურია.

სპინური ამიოტროფია – პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა.

ნერვული სისტემის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.