ზურგის ტვინის სიმსივნეები

ზურგის ტვინის სიმსივნეები

ზურგის ტვინის სიმსივნეები შეადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნეების 15%-ს. გამოყოფენ ექსტრა – და ინტრამედულურ სიმსივნეებს.

ზურგის ტვინის სიმსივნეები ექსტრამედულური სიმსივნეები მდებარეობენ ზურგის ტვინის მაგარი გარსის ქვეშ და მასზე. ექსტრამედულური სიმსივნეები, როგორც წესი, ავთვისებიანია (მეტასტაზები). სუბდურულ სიმსივნეებს შორის 70% არის ექსტრამედულური და 30% ინტრამედულური. განსაკუთრებით ხშირი

სუბდურული ექსტრამედულური სიმსივნეებია ნევრინომები (30%) და მენინგიომები (25%). ექსტრამედულური სიმსივნის ტიპიური სურათი წარმოდგენილია სამი სტადიით: ფესვური ტკივილის სტადია, ზურგის ტვინის ნაწილობრივი კომპრესიის სტადია და ზურგის ტვინზე სრული ზეწოლის სტადია. ფესვურ ტკივილებთან ერთად თანდათანობით მატულობს პარა – ან ტეტრაპარეზი, მგრძნობელობის გამოთიშვა და მენჯისმიერი დარღვევები.

ზურგის ტვინის სიმსივნეები ინტრამედულური სიმსივნეები – ხშირად გლიომები; კონუსისა და ცხენის კუდის მიდამოში არაიშვიათია ეპენდიმომები. განსხვავებით ექსტრამედულური სიმსივნეებისაგან, რომელთა დროსაც მგრძნობელობითი და მოტორული დარღვევები მატულობს ქვევიდან ზევით, ინტრამედულურისათვის დამახასიათებელია სპინური სიმპტომატიკის განვითარება ზევიდან ქვევით. დიაგნოსტიკისათვის გამოყენება კომპიუტერული ტომოგრაფია და (ან) მიელოგრაფია.

ზურგის ტვინის სიმსივნეები – მკურნალობა ქირურგიულია. განსხვავებით ექსტრამედულური სიმსივნეებისაგან, ინტრამედულური სიმსივნე უმრავლეს შემთხვევაში საჭიროა ამოიკვეთოს. ამიტომ, ავადმყოფთა უმრავლესობაში ინტრასპინური გლიომის არსებობისას ოპერაცია შემოიფარგლება დეკომპრესიული ლამინექტომიით, შემდგომ კი ტარდება სხივური თერაპია.

ზურგის ტვინის სიმსივნეები პროგნოზი.დროულად ამოკვეთილი ნევრინომები და მენინგიომები უმრავლეს შემთხვევაში მთავრდება გამოჯანმრთელებით.

ნერვული სისტემის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 


ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ზურგის ტვინის სიმსივნეები – შეადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნეების 15% – ს. გამოყოფენ ექსტრა – და ინტრამედულური სიმსივნეებს. ექსტრამედულური სიმსივნეები მდებარეობენ ზურგის ტვინის მაგარი გარსის ქვეშ და მასზე. ექსტრადურული სიმსივნეები, როგორც წესი, ავთვისებიანია (მეტასტაზები). სუბდურულ სიმსივნეებს შორის 70% არის ექსტრამედულური და 30% ინტრამედულური. განსაკუთრებით ხშირი სუბდურული ექსტრამედულარული სიმსივნეებია ნევრინომები (30%) და მენინგიომები (25%). ექსტრამედულური სიმსივნის ტიპიური სურათი წარმოდგენილია სამი სტადიით: ფესვური ტკივილების სტადია, ზურგის ტვინის ნაწილობრივი კოპრესიის სტადია და ზურგის ტვინზე სრული ზეწოლის სტადია. ფესვურ ტკივილებთან ერთად სიმსივნის დონეზე თანდათანობით მატულობს პარა – ან ტეტრაპარეზი, მგრძნობელობის გამოთიშვა და მენჯისმიერი დარღვევები. ინტრამედულარული სიმსივნეები – ხშირად გლიომები; კონუსისა და ცხენის კუდის მიდამოში არაიშვიათია ეპენდიმომები. განსხვავებით ექსტრამედულური სიმსივნეებისაგან, რომელთა დროსაც მგრძნობელობითი და მოტორული დარღვევები მატულობს ქვევიდან ზევით, ინტრამედულურისათვის დამახასიათებელია სპინური სიმპტომატიკის განვითარება ზევიდან ქვევით. დიაგნოსტიკისათვის გამოყენება კომპიუტერული ტომოგრაფია და (ან) მიელოგრაფია. მკურნალობა ქირურგიულია.

.