გულის წასვლა

გულის წასვლა syncope
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

გულის წასვლა გონების უეცარი დაკარგვა, რომელიც განპირობებულია ტვინის გარდამავალი იშემიით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

წამყვანი ფაქტორია არტერიული წნევის დაქვეითება იმ დონემდე, რომლის დროსაც ტვინის სისხლმიმოქცევის ავტორეგულარული მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ ტვინის სათანადო სისხლმომარაგებას. გამოყოფენ გულის წასვლის განვითარების 3 ძირითად პათოგენეტიკურ რგოლს: 1. არტერიული წნევის დაცემა სისტემური ვაზოდილატაციის დროს, პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირების შედეგად; 2. გულის მოქმედების დარღვევა; 3. სისხლში ჟანგბადის შემცველობის შემცირება.

სიმპტომები, მიმდინარეობა

გულის წასვლა იწყება ხმაურით ყურებში, რასაც მოჰყვება გონების დაკარგვა. ავადმყოფი ეცემა, აღინიშნება კანის სიფერმკრთალე. პულსი სუსტია ან საერთოდ ვერ ისინჯება. არტერიული წნევა მკვეთრად დაქვეითებულია, სუნთქვა ზედაპირულია. გონების დაკარგვა გრძელდება 10 – 30 წმ. გარკვეულ პერიოდის განმავლობაში აღინიშნება საერთო სისუსტე, გულისრევა.
გულის წასვლის ყველაზე ხშირი ვარიანტია ვაზოვაზალური; იგი პროვოცირდება უარყოფითი ემოციებითა და ტკივილით, სულის შეხუთვით, ასევე ხანგრძლივი დგომის, სისხლის დანახვის, ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში მკვეთრი გადასვლის დროს. გულის წასვლის იშვიათი ვარიანტია ბეტოლეფსია და ნიქტურიული გულის წასვლა (ხშირად აღინიშნება მამაკაცებში; წარმოიქმნება მოშარდვის შემდეგ ღამის საათებში ან დილით ადრე).

დიფერენციალური დიაგნოზი

ტარდება ეპილეფსიურ გულყრასთან. ისტერიული გულყრა გულის წასვლისაგან განსხვავდება პაროქსიზმის დემონსტრატიულობით; ამასთან შეტევა წარმოქმნება მხოლოდ გარეშე პირების თანდასწრებით. გახანგრძლივებული შეტევების დროს აუცილებელია სისხლში შაქრის შემცველობის გამოკვლევა ჰიპერგლიკემიის გამოსარიცხად.

მკურნალობა

ვაზოვაზალური ვარიანტის დროს მედიკამენტოზური მკურნალობა საჭირო არ არის. აუცილებელია ავადმყოფის დაწვენა ზურზე და ფეხების აწევა, ყელისა და გულმკერდის გათავისუფლება მოჭერილი ტანსაცმლისაგან.

პროგნოზი

სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა.

ნერვული სისტემის დაავადებები

გულის წასვლალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🧠 გულის წასვლა – გონების უეცარი დაკარგვა, რომელიც განპირობებულია ტვინის გარდამავალი იშემიით
🩸 გამოყოფენ გულის წასვლის განვითარების 3 ძირითად პათოგენეტიკურ რგოლს:
➡️ არტერიული წნევის დაცემა სისტემური ვაზოდილატაციის დროს, პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირების შედეგად;
➡️ გულის მოქმედების დარღვევა;
➡️ სისხლში ჟანგბადის შემცველობის შემცირება
🕑 გონების დაკარგვა გრძელდება 10 – 30 წმ

💊 ვაზოვაზალური ვარიანტის დროს მედიკამენტოზური მკურნალობა საჭირო არ არის
აუცილებელია ავადმყოფის დაწვენა ზურზე და ფეხების აწევა, ყელისა და გულმკერდის გათავისუფლება მოჭერილი ტანსაცმლისაგან
👉 გადადი ლინკზე და გაიგე მეტი გულის წასვლის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/39wqK8K
🤗 მოგწონთ ჩვენი პოსტები? გამოიწერეთ ჩვენი საიტი – medgeo.net
#გულისწასვლა #გულისწასვლისმიზეზები #გულისწასვლისგამომწვევიმიზეზი #გულისწასვლისნიშნები #სინკოპე #პრესინკოპე #სინკოპესმკურნალობა #გულისწასვლისმკურნალობა #პირველადიდახმარებაგულისწასვლისდროს #სისხლისმიმოქცევისდარღვევა #ტვინისიშემია #ტვინისდროებითიიშემია #თავბრუსხვევა #სისუსტე #სიფერმკრთალე #გულისრევა #ოფლიანობა #ბუნდოვანიხედვა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოც. ქსელებში: 

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გულის წასვლა – (ნერვ. დაავ.) გონების უეცარი, ხანმოკლე დაკარგვა, რომელიც ვითარდება სისხლძარღვოვანი კრიზის დროს თავის ტვინის მწვავე სისხლნაკლებობის ფონზე. აღინიშნება ფსიქიკური ტრამვების, ტკივილის, სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვის, ინტოქსიკაციებისა და სხვ. დროს. უხშირესად უვითარდებათ პირებს ვეგეტოსისხლძარღვოვანი ლაბილობით. გრძელდება რამდენიმე წუთი.
სიმპტომები, რომელიც წინ უძღვის: თავბრუსხვევა, გულისრევა, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება. აუცილებელია ეპილეფსიური კრუნჩხვებისგან დიფერენცირება. მკურნალობა. სასწრაფო დახმარება: ავადმყოფის დაწვენა, ფანჯრის ან სარკმლის გაღება, ამიაკის ხსნარის (ნიშადურის სპირტი) ორთქლის შესუნთქება, კოფეინის ან კორდიამინის ინექციები.

გულის წასვლა – (syncope) გონების ხანმოკლე დაკარგვა, რომელსაც ახლავს მკვეთრი სიფერმკრთალე, სუნთქვისა და სისხლმიმოქცევის მნიშვნელოვანი შესუსტება; ტვინის მწვავე ჰიპოქსიის გამოვლინებაა.

.