პლექსოპათიები

პლექსოპათიები

პლექსოპათიები ნერვული წნულების დაზიანება (კისრის, მხრისა და გავა-წელის). ხშირად გვხვდება მხრის წნულის დაზიანება.

პლექსოპათიები – ეტიოლოგია. ტრავმა (მშობიარობა, მხრის სახსრის ამოვარდნილობა, საავტომობილო კატასტროფა და სხვ.), ინფექცია (herpes zoster), ავტოიმუნური დარღვევები (შრატის შეყვანა), სიმსივნეები, რადიაცია, გულმკერდის ზედა აპერტურის სინდრომი.

პლექსოპათიები – კლინიკა. გამოყოფენ მხრის პლექსოპათიის სამ სახეს. С5 და С6 ფესვების დაზიანების დროს წარმოიქმნება ერბის სინდრომი: დელტისებრი კუნთის დამბლა (ხელის განზიდვის შეუძლებლობა), ორთავა კუნთისა და სუპინატორის დამბლა (წინამხრის მოხრის შეუძლებლობა), ქედზედა და ქედდქვედა კუნთებიდამბლა (გარეთა როტაციის შეუძლებლობა, m. biceps რეფლექსის შეუძლებლობა, მხრის ზედა გარეთა ნაწილის ანესთეზია). C8 და D1 ფესვების დაზიანების დროს წარმოიქმნება დეჟერინ-კლიუმპკეს სინდრომი: მტევნების დამბლა, გორნერის სინდრომი.

მხრის წნულის ტოტალური დაზიანების დროს ვითარდება მხრის სარტყლისა და მთლიანი ხელის კუნთებიდამბლა და ამავე ზონებში მგრძნობელობის მოშლა. მხრის პლექსოპათიის ერთ-ერთი ვარიანტია ნევრალგიური ამიოტროფია: მკვეთრი ტკივილებს მოჰყვება ზედა კიდურების პროქსიმალური ნაწილების მასიური ატროფიული დამბლა.

ნერვული სისტემის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.