მიელოპათია

მიელოპათია myelopathy

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მიელოპათიაზურგის ტვინის ქრონიკული დაზიანებების კრებითი ცნება, რომელიც გამოწვეულია მის გარეთ ლოკალიზებული სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების შედეგად.

მიელოპათიაეტიოლოგია. კისრის ოსტეოქონდროზი, ათეროსკლეროზი, ხერხემლის არხის თანდაყოლილი სტენოზი, სხივური თერაპია, ალკოჰოლიზმი, ინტოქსიკაცია, პარანეოპლასტური დარღვევები.

მიელოპათიაპათოგენეზი. ქრონიკული იშემია, დეგენერაციული ცვლილებები, მექანიკური კომპრესია, ხშიარდ  რამოდენიმე ფაქტორის კომბინაცია.

მიელოპათიასიმპტომები, მიმდინარეობა. ხშირად ზიანდება ზურგის ტვინის კისრის ნაწილი. კისრის ოსტეოქონდროზისა და ათეროსკლეროზის დროს მიელოპათია ზოგჯერ მიმდინარეობს გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის მსგავსი კლინიკით. ანალოგიური სიტუაცია წარმოიქმნება ასევე კარცინომატოზული ნეირომიელოპათიის დროს. სიმპტომატიკა განისაზღვრება დაზიანების

 

დონითა და პროცესში სპინური სტრუქტურების ჩართვით. მიელოპათიების უმრავლესობისათვის დამახასიათებელია პროგრედიენტული მიმდინარეობა. თავ-ზურგტვინის სითხის შემადგენლობა ჩვეულებრივ ნორმალურია. დიაგნოზის დადგენაში არსებით როლს ასრულებს სპონდილოგრაფია, რომელიც საშუალებას იძლევა, კერძოდ, გამოვლინდეს ხერხემლის არხის საგიტალური დიამეტრის კრიტიკული შემცირება; განსაკუთრებით ინფორმატიულია ხერხემლისა და ზურგის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. ყველა საეჭვო შემთხვევებში ნაჩვენებია მიელოგრაფია.

მიელოპათიამკურნალობა სიმპტომატურია. დისკოგენური მიელოპათიის დროს, თუკი დადგინდა ზურგის ტვინის გაჭყლეტის დადასტურებული ნიშნები ტარდება დეკომპრესიული ლამინექტომია.

მიელოპათიაპროგნოზიგამოჯანმრთელების თვალსაზრისით, როგორც წესი, არაკეთილსაიმედოა. თუმცა ყველაზე უფრო ხშირი კისრის დისკოგენური მიელოპათიის დროს ქირურგიულმა ჩარევამ შესაძლებელია პროცესის სტაბილიზაცია და მდგომარეობის არსებითი გაუჯობესება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ნერვული სისტემის დაავადებები