ჰიდროცეფალია

ჰიდროცეფალია hydrocephalus

ჰიდროცეფალია – ქალას ღრუში თავ-ზურგტვინის სითხის რაოდენობის მომატება.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

 თავ-ზურგტვინის სითხის რეზორბციისა და ცირკულაციის დარღვევები ან მისი ჭარბი სეკრეცია. მიზეზი შეიძლება იყოს  შეხორცებითი პროცესი გადატანილი ნეიროინფექციის ან თავის ტრავმის გამო, ასევე სიმსივნეები, ტვინის და მისი გარსების თანდაყოლილი ანომალიები.

სიმპტომები, მიმდინარეობა

 ახალშობილთა ჰიდროცეფალია ვლინდება თავის გადიდებით, ვენური ქსელის გამოხატულებით ქალაზე; დამახასიათებელია თვალების ქვევით დაშვება (ჩამავალი მზის სიმპტომი), თავის მოცულობა თანდათანობით მატულობს, შესაძლებელია მიაღწიოს გიგანტურ ზომებს (ზოგჯერ თავის გარშემოწერილობა აღწევს 60 სმ-ს). ქალას ნაკერები გაფართოებულია, წინა ყიფლიბანდი მკვეთრად გადიდებულია.
ხშირია ქალას ნერვების დამბლები, კერძოდ, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის ნერვების ატროფიის გამო. აღინიშნება ფეხების სპასტიკურობა. მძიმე შემთხვევებში გარდაუვალია გონებრივი ჩამორჩენა.
მოზრდილებში ჰიდროცეფალია ხასიათდება ქალაშიდა წნევის მომატების ნიშნებით: თავის ტკივილი, ღებინება, მხედველობის ნერვების შეგუბებითი დისკოები, თავბრუსხვევა. თუკი დაავადება განვითარდა 17-18 წლის ასაკის შემდეგ თავი ზომებში არ მატულობს.
რენტგენოგრამაზე მოზრდილებში აღინიშნება თურქული კეხის ცლილებები და რიგი სხვა ნიშნები. კომპიუტერული ტომოგრაფიითა და ვენტრიკულოგრაფიით ვლინდება ტვინის მკვეთრად გადიდებული პარკუჭი, ტვინის ნივთიერების ატროფია.

მკურნალობა

ქალაშიდა წნევის შესამცირებლად ინიშნება დიურეტიკები, გლუკოკორტიკოიდები. ქირურგიული მკურნალობა ახალშობილებში ითვალისწინებს თავ-ზურგტვინის სითხის გადინების დამატებითი გზების შექმნას ქალას ღრუდან (შუნტირება);
მოზრდილთა ჰიდროცეფალიის დროს აუცილებელია ლიკვური გზების ობსტრუქციის მიზეზის აღკვეთა.

პროგნოზი

პროგნოზი ახალშობილთა ჰიდროცეფალიის დროს ნაკლებკეთილსაიმედოა;
მოზრდილებში გამოსავალი განისაზღვრება დაავადების გამომწვევი მიზეზის ქირურგიული კორექციის შესაძლებლობით.

ჰიდროცეფალიალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ჰიდროცეფალია – ქალას ღრუში თავ-ზურგტვინის სითხის რაოდენობის მომატება
🔗 ჰიდროცეფალია გამოწვეულია თავ-ზურგტვინის სითხის რეზორბციისა და ცირკულაციის დარღვევებით ან მისი ჭარბი სეკრეციით, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს:
➡️ შეხორცებითი პროცესი გადატანილი ნეიროინფექციის ან თავის ტრავმის გამო;
➡️ სიმსივნეები;
➡️ ტვინის და მისი გარსების თანდაყოლილი ანომალიები
❗ თუკი დაავადება განვითარდა 17-18 წლის ასაკის შემდეგ თავი ზომებში არ მატულობს
🩻 რენტგენოგრამაზე მოზრდილებში აღინიშნება თურქული კეხის ცლილებები და რიგი სხვა ნიშნები
🧠 კომპიუტერული ტომოგრაფიითა და ვენტრიკულოგრაფიით ვლინდება ტვინის მკვეთრად გადიდებული პარკუჭი, ტვინის ნივთიერების ატროფია
💊 ჰიდროცეფალიის დროს ქალაშიდა წნევის შესამცირებლად ინიშნება დიურეტიკები, გლუკოკორტიკოიდები
💉 ქირურგიული მკურნალობა ახალშობილებში ითვალისწინებს თავ-ზურგტვინის სითხის გადინების დამატებითი გზების შექმნას ქალას ღრუდან (შუნტირება)
👉 გაიგეთ მეტი ჰიდროცეფალიის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3cQZBPn
#ჰიდროცეფალია #ჰიდროცეფალიაბავშვებში #ჰიდროცეფალიამოზარდებში #ჰიდროცეფალიისნიშნები #ჰიდროცეფალიისსიმპტომები #ჰიდროცეფალიისდიაგნოსტიკა #ჰიდროცეფალიისმკურნალობა #რაარისჰიდროცეფალია #თავისგაფართოება #თავისგაზრდა #თავზურგტვინისსითხისსიჭარბე #ბუნდოვანიხედვა #ძილიანობა #გაღიზიანებადობა #თავისტკივილი #კოორდინაციისდარღვევა #დაბნეულობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ნერვული სისტემის დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. . “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიდროცეფალია (თავის ტვინის წყალმანკი) – 1. ვითარდება თავის ქალის ღრუში თავზურგტვინის სითხის რაოდენობის მომატების შედეგად. განასხვავებენ შიგნითა ჰიდროცეფალიას (სითხის დაგროვება ტვინის პარკუჭებში) და გარეთა ჰიდროცეფალიას (სითხის დაგროვება სუბარაქნოიდალურ სივრცეებში).
წყალმანკი შეიძლება იყოს თანდაყოლილი (როგორც დისპლაზიის, მუცლად ყოფნის პერიოდში ინფექციის შედეგი) და შეძენილი (როგორც გადატანილი მენინგიტის, ტრამვების, სიმსივნეების შედეგი). ბავშვებში თანდაყოლილი ჰიდროცეფალიით, დიდი ზომის თავის ქალას შემთხვევაში, აღინიშნება ფართო ნაკერები, ყიფლიბანდი დაჭიმულია და პულსირებადი. ვლინდება ეგზოფთალმი, თვალმამოძრავებელი დარღვევები, ზოგჯერ გონებრივი ჩამორჩენა. მოზრდილებში აღინიშნება თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება. მკურნალობა. ძირითად მიზეზზე ზემოქმედება. დეჰიდრატაცია: ფუროსემიდი (ლაზიქსი), დიქლოთიაზიდი (ჰიპოთიაზიდი).
ზოგჯერ მიზანშეწონილია ქირურგიული მკურნალობა. 2.  თავის ტვინის პარკუჭებში ცერებროსპინალური სითხის ჭარბი დაგროვება; ვლინდება თავის ქალას შიგა წნევის მომატების სიმპტომებით.