ტვინის ინსულტი

ტვინის ინსულტი cerebral stroke
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

ტვინის ინსულტი
ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე მოშლილობა.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

უმრავლეს შემთხვევებში ინსულტი წარმოადგენს ჰიპერტონული დაავადებისა და ათეროსკლეროზის გართულებას, იშვიათად განპირობებულია გულის სარქვლოვანი აპარატის დაავადებებით, მიოკარდის ინფარქტით, ტვინის სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალიებით, ჰემორაგიული სინდრომებითა და არტერიიტებით.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ტვინის სიხლძარღვების მწვავე დაზიანება იყოფა 5 ჯგუფად: 1. ტვინის სისხლმიმოქცევის გარდამავალი დარღვევები; 2. ტვინის ინფარქტი; 3. ტვინის სისხლძარღვების ემბოლია; 4. სისხლჩაქცევა ტვინში; 5. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა. გამოყოფენ ასევე ე. წ. მცირე ინსულტს, ან ინსულტს შექცევადი ნევროლოგიური დეფიციტით, რომლის დროსაც ყველა კეროვანი სიმპტომი ქრება 3 კვირაში.

ტვინის სისხლმიმოქცევის გარდამავალი დარღვევები

სისხლმიმოქცევის მწვავედ განვითარებული დარღვევები, რომლის დროსაც კეროვანი და ზოგადი სიმპტომები შენარჩუნებულია არა უმეტეს 24 საათისა. მათი უშუალო მიზეზია მიკროემბოლია ქოლესტერინის კრისტალების დაგროვებით, ათერომატოზული ბალთების ფრაგმენტების ან თრომბოციტების კონგლომერატებით.სისხლის დინებით შეტანილი მიკროემბოლები ტვინის წვრილ სისხლძარღვებში იწვევენ რეგიონალურ სპაზმს.
იშვიათად გარდამავალი დარღვევები განპირობებულია მიკროჰემორაგიებით. საძილე არტერიების აუზში განვითარებული დისცირკულაცია ვლინდება სახის ნახევრის გაბუჟებით, თავბრუსხვევით, ღებინებითა და არამყარი სიარულით, ზოგჯერ კეროვანი ნიშნებით.
გარდამავალი ცერებრულ-ვასკულური დარღვევების ხშირი ვარიანტია ჰიპერტონული ცერებრული კრიზი, რომლის დროსაც სჭარბობს ტვინის ზოგადი და ვეგეტატიური სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, სახის ჰიპერემია.

ტვინის ინფარქტი

ტვინის ინფარქტი ხასიათდება ანამნეზში ტრანზიტორული იშემიური შეტევებით; კეროვანი ნიშნების თანდათანობითი ფორმირებით; გონება შენარჩუნებულია, ტვინის ზოგადი სიმპტომები არ აღინიშნება.

ტვინის სისხლძარღვების ემბოლია

ტვინის სიხლძარღვთა ემბოლია ხასიათდება ინსულტის აპოპლექტიფორმული განვითარებით, არაიშვიათად გონების დაკარგვითა და ავადმყოფთა უმრავლესობაში რევმატიული მიტრალური დაავადების არსებობით, იშვიათად გადატანილი მიოკარდის ინფარქტის ან მიტრალური სარქვლის პროლაფსის დროს.
,,პარადოქსული ემბოლია” – ინსულტი წინაგულთაშუა ძგიდის თანდაყოლილი შეუხორცებლობის დროს, რომელიც განაპირობებს ტვინის სისხლძარღვებში ემბოლიების მოხვედრას ქვედა კიდურების თრომბირებული ვენებიდან. ტვინის სისხლძარღვის ემბოლიის შედეგად განვითარებული ინფარქტს შესაძლებელია ჰქონდეს როგორც იშემიური, ასევე ჰემორაგიული ხასიათი.

ტვინის სისხლძარღვების ემბოლია – სიმპტომები, მიმდინარეობა

ტიპიურ შემთხვევებში ტვინში სისხლჩაქცევა ხასიათდება კეროვანი სიმპტომების წარმოქმნით, კომატოზური მდგომარეობითა და ცერებრულ-სპინურ სითხეში სისხლის შერევით. როგორც წესი, ტვინში სისხლჩაქცევა ვითარდება ავადმყოფებში, რომლებსაც აღენიშნებათ არტერიული ჰიპერტენზია; იზოლირებული ათეროსკლეროზი არტერიული წნევის მომატების გარეშე იშვიათი მიზეზია ჰემორაგიისა.
ზოგ შემთხვევებში ჰემორაგიის კერა შემოფარგლულია და არ უერთდება არც პარკუჭოვან სისტემას, არც გარსებქვეშა სივრცეებს. ასეთ შემთხვევაში წელის არეში გაჩხვლეტისას ცერებრულ-სპინური სითხე არ შეიცავს სისხლს. თუკი ჰემორაგიული ფოკუსი დიდი არ არის, მაშინ ტვინის ზოგადი სიმპტომები მკვეთრად გამოხატული არ არის და ინსულტის კლინიკური სურათი იმეორებს ტვინის იშემიური დაზიანების სურათს.
ნახევარსფეროების ჰემორაგიის სერიოზულ გართულებას წარმოადგენს ტენტორიალური თიაქრის განვითარება; აღნიშნული გართულების ინდიკატორია კომის მდგომარეობაში თვალის მამოძრავებელი დარღვევების გაჩენა (სიელმე, პტოზი, მიდრიაზი). სისხლჩაქცევამ ნათხემში შესაძლებელია გამოიწვიოს ზეწოლა მოგრძო ტვინში, ნათხემის ნუშურების გადანაცვლების ხარჯზე კეფის დიდ ხვრელში.

სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა

სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა ჩვეულებრივ განპირობებულია ინტრაკრანიული ანევრიზმის გასკდომით დიდი ტვინის არტერიული წრის მიდამოში; იშვიათად მიზეზია ჰიპერტონული დაავადება, ჰემორაგიული სინდრომები.
ასეთი ინსულტების კლინიკურ სურათში სჭარბობს ტვინის გარსების პაროქსიზმულად წარმოქმნილი სიმპტომთკომპლექსი: თავის ტკივილი, ღებინება, კეფის კუნთების რიგიდობა, კერინგის სიმპოტომი, არაიშვიათად ფსიქომოტორული აგზნება. ზოგჯერ წარმოიქმნება კრუნჩხვითი გულყრა. დაავადების მე-2-3 დღეზე მატულობს ტემპერატურა. ხშირად აღინიშნება გონების დაკარგვა.
დაახლოებით ავადმყოფთა 1/3-ში წარმოიქმნება ცალკეული ინტრაკრანიული სისხლძარღვების სპაზმი. სისხლძარღვების მყარი სპაზმი იწვევს გარბილების იშემიურ კერებს, კერძოდ ტვინის ღეროში. სისხლჩაქცევიდან უკვე პირველივე საათებში თვალის ფსკერზე შესაძლებელია გამოვლიდეს სისხლჩაქცევა ბადურაში ან შეგუბებითი დისკოები.
გარსისეული სისხლჩაქცევის მრავალი შემთხვევა მიმდინარეობს არტერიული წნევის მკვეთრი მომატებით, რაც განპირობებულია ჩაქცეული სისხლის მიერ ღეროვანი ვეგეტატიური ცენტრების გაღიზიანებით. ამითვე აიხსნება ასევე დისცირკულაცია კორონარულ სისხლძარღვებში. აუცილებელია სისხლისა და შარდის გამოკვლევა.

დიაგნოსტიკა

გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის დასადგენად ტარდება გულმკერდის რენტგენოგრაფია; სასურველია კრანიოგრაფული გამოკვლევა, ვინაიდან ინსულტის მომენტში ავადმყოფმა შეიძლება მიიღოს სერიოზული ქალა-ტვინის ტრავმა. ტვინის ინსულტის დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ტვინის სიმსივნურ ან ანთებით დაზიანებასთან.

მკურნალობა

მკურნალობა საჭიროა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია. მიზანშეწონილი არ არის სტაციონარში მოხუცებული ავადმყოფის გადაყვანა, რომელსაც აღენიშნება ასაკობრივი სომატურიცვლილებები და მარაზმის ნიშნები.

ნერვული სისტემის დაავადებები

ტვინის ინსულტილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🧠 ინსულტი – თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების მყარი სიმპტომების განვითარებით
🫀 უმრავლეს შემთხვევებში ინსულტი წარმოადგენს ჰიპერტონული დაავადებისა და ათეროსკლეროზის გართულებას, იშვიათად განპირობებულია:
✔️ გულის სარქვლოვანი აპარატის დაავადებებით;
✔️ მიოკარდის ინფარქტით;
✔️ ტვინის სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალიებით;
✔️ ჰემორაგიული სინდრომებით;
✔️ არტერიიტებით

🚑 საჭიროა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია. მიზანშეწონილი არ არის სტაციონარში მოხუცებული ავადმყოფის გადაყვანა, რომელსაც აღენიშნება ასაკობრივი სომატური ცვლილებები და მარაზმის ნიშნები
👉 გაეცანი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტადიას და გაიგე მეტი სისხლის მიმოქცევის დარღვევებზე თავის ტვინში – https://bit.ly/3lhuiOF
#ინსულტი #სისხლისმიმოქცევისდარღვევა #ინსულტისნიშნები #ინსულტისსიმპტომები #ინსულტისპროფილაქტიკა #ინსულტისმკურნალობა #როგორამოვიცნოთინსულტი #ინსულტისგამომწვევიმიზეზები #ყველაფერიინსულტისშესახებ #ინსულტისდიაგნოსტიკა #ტვინისსისხლმიმოქცევისგარდამავალიდარღვევები #ტვინისინფარქტი #ტვინისსიხლძარღვებისემბოლია #სუბარაქნოიდულისისხლჩაქცევა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოც. ქსელებში:

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტვინის ინსულტი – ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე მოშლილობა.

ეტიოლოგია, პათოგენეზი
 უმრავლეს შემთხვევებში ინსულტი წარმოადგენს ჰიპერტონული დაავადების და ათეროსკლეროზის გართულებას, იშვიათად განპირობებულია გულის სარქვლოვანი აპარატის დაავადებებით, მიოკარდის ინფარქტით, ტვინის სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალიებით, ჰემორაგიული სინდრომებით და არტერიიტებით. სიმპტომები, მიმდინარეობა.
ტვინის სიხლძარღვების მწვავე დაზიანება იყოფა 5 ჯგუფად: 1. ტვინის სისხლმიმოქცევის გარდამავალი დარღვევები; 2. ტვინის ინფარქტი; 3. ტვინის სისხლძარღვების ემბოლია; 4. სისხლჩაქცევა ტვინში; 5. სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა. გამოყოფენ ასევე ე. წ. მცირე ინსულტს, ან ინსულტს შექცევადი ნევროლოგიური დეფიციტით, რომლის დროსაც ყველა კეროვანი სიმპტომები ქრებიან 3 კვირაში.

ლიტერატურაწყაროებიგაფრთხილება
  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.