გონების დაბინდვა

გონების დაბინდვა

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

გონების დაბინდვა ფსიქოპათოლოგიური პროცესი, საგნობრივი შემეცნებისა და თვითშემეცნების დარღვევები, რომლისთვისაც დამახასიათებელია: 1. გარემოს აღქმის გაძნელება; 2. ორიენტაციის დაკარგვა დროსა და სივრცეში; 3. ასოციაციური აზროვნების შეუძლებლობა; 4. მეხსიერებიდან გონების დაბინდვის პერიოდის სრული ან ნაწილობრივი ამოვარდნა. გონების დაკარგვის სტრუქტურისა და განცდების ხასიათის მიხედვით გამოყოფენ სხვადასხვა კლინიკურ ვარიანტებს. გაბრუების დროს გარეგანი გამაღიზიანებლები ძნელად აღიქმება. ავადმყოფები ცუდად გებულობენ სიტუაციას, ყოველთვის არ შეუძლიათ ელემენტარული დასკვნების გაკეთება, არიან უმოქმედონი, დამუხრუჭებულნი. შედარებით მძიმე ხარისხია სოპორი და კომა.

გონების დაბინდვა დელირიუმი – გონების დაბინდვა მხედველობითი ჰალუჰინაციებით, შიშებით, ბოდვებით, მოძრაობითი აგზნებადობით. დელირიუმი აღინიშნება ინფექციური ფსიქოზების, ინტოქსიკაციების, ალკოჰოლიზმის დროს. ონეიროიდული გონების დაბინდვის დროს წარმოიქმნება მხედველობითი ფანტასტიკური განცდები, იცვლება წარმოდგენები საკუთარ პიროვნებაზე. როგორც წესი ონეიროიდული გონების დაბინდვა მიმდინარეობს კატატონური სტუპორით ან აგზნებით. ხშირად აღინიშნება შიზოფრენიის, იშვიათად – ეპილეფსიისა და თავის ტვინის ორგანული დაავადებების დროს. ამენციისათვის დამახასიათებელია აზროვნების დაუკავშირებლობა, არათანმიმდევრული, დაუკავშირებელი მეტყველება, ხასიათის ცვალებადობა. აღინიშნება მძიმე სომატურიდაავადების, ენცეფალიტების, ინტოქსიკაციების დროს. გონების დაბინდვა წარმოიქმნება უეცრად, ხშირად თან ახავს ჰალუცინაციურ-ბოდვითი გაცდები ნაღველის, გაბოროტების, შიშის აფექტით. ქცევა შესაძლებელია იყოს გარეგნულად მოწესრიგებული და ადეკვატური. ხშირად გვხვდება ეპილეფსიის, ისტერიის დროს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ფსიქიკური დაავადებები