აკვიატება

აკვიატება
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

აკვიატება, ანუ ობსესია (ლათ. obsessio) ან აკვიატებული იდეა — ფსიქოპათოლოგიის ერთ-ერთი ხშირი სიმპტომი. მაგალითად, იგი ახასიათებს ობსესიურ კომპულსიურ აშლილობას (ოკა).
ამ დროს ადამიანი შეპყრობილია ამა თუ იმ იდეით, რომლის უგულებელყოფასაც იგი ვერ ახერხებს.
არსებობს სხვადასხვა კატეგორიის აკვიატებები: სისუფთავის, სიმეტრიის, და ასე შემდეგ.
აკვიატების მიერ ჩამოყალიბებული შფოთის და ნერვიულობის გასანეიტრალებლად ადამიანი იყენებს მოქმედებებს, რომლებიც ასევე აკვიატებული ხდება და მათ კომპულსია ეწოდებათ (ლათ. Compulsio).
ეს მოქმედებები შეიძლება პირდაპირ კავშირში არ იყვნენ აკვიატებულ იდეასთან და ამიტომ ზედაპირზე დამკვირვებელს შეიძლება გაუჭირდეს ამ კავშირის დამყარება.
მაგრამ, უფრო ღრმა დაკვირვების შედეგად ასეთი კავშირი ყოველთვის არსებობს.
აკვიატება ხასიათდება აზრების, წარმოდგენების, ეჭვების, შიშების, ლტოლვების, მოძრაობითი აქტების უნებლიე და გადაულახავი წარმოქმნით. აკვიატებული მდგომარეობების გაჩენა სუბიექტურად არასასიამოვნოა, ამასთან შენარჩუნებულია ამ დარღვევებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება ავადმყოფის მხრივ. აღინიშნება ნევროზების, შიზოფრენიის, ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებების დროს.

გამოყოფენ ობსესურ მდგომარეობებს (აკვიატებული აზრები, იდეები, წარმოდგენები), აკვიატებულ შიშებს (ფობიები) და კომპულსიურ დარღვევებს (აკვიატებული ლტოლვა და მოქმედება).

აკვიატებული მდგომარეობები – ობსესური მდგომარეობები იყოფა აკვიატებად ნეიტრალური აფექტითა და აკვიატებით, რასაც თან ახლავს მძიმე აფექტი.
აფექტურად ნეიტრალური აკვიატება ეს არის ხშირად უნაყოფო გრძნობა (ტვინის ,,ჟვაჩკა”), მაგალითად, აკვიატებული ანგარიში, გონებაში დავიწყებული სახელების აკვიატებული განმეორება.
აკვიატება, რომელსაც თან ახლავს მძიმე აფექტი – ეს არის კონტრასტული აზრები; ავადმყოფები განიცდიან გადაულახავ მოთხოვნილებას იყვირონ ცინიკური სიტყვები, წარმოიდგინონ დეტალებში ნათესავების უეცარი სიკვდილის გარემოებები და სხვ.
აკვიატებული ეჭვების დროს სჭარბობს დაეჭვება უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ან ჩადენილი მოქმედებების სისწორეში.
აკვიატებული მდგომარეობები – რიტუალები – აკვიატებული მოქმედებები და მოძრაობები; აქვთ დამცველობთი ხასიათი. რიტუალებს როგორც წესი ახლავთ ფობიები, აკვიატებული ეჭვები.
ამასთან აკვიატებული მოქმედებების შესრულება ხდება გარკვეული რიგით – მოძრაობა მხოლოდ გარკვეული მარშრუტით და მრავალი სხვა.
რიტუალის შესრულებას თან ახლავს გარკვეული შემსუბუქების გრძნობა.
მკურნალობა ამ სახის დაავადებების ხდება მედიკამენტური და ფსიქოტერაპევტული მკურნალობის კომბინაციით.
ხშირად გამოიყენება ეგრეთ წოდებული ანტიდეპრესანტული საშუალებები, მაგრამ უფრო მაღალ დოზებში ვიდრე ეს დეპრესის მკურნალობისას ხდება.
მკურნალობის შედეგებს 8-კვირა და მეტი შეიძლება დასჭირდეს და უნდა ჩატარდეს ექსპერტი ფსიქიატრის მიერ.

გადასვლა >> ფსიქიკური დაავადებები

2.  ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აკვიატებული მდგომარეობები – ავადმყოფური მდგომარეობების საერთო სახელწოდება, რომელთა დროსაც აზრები, მოგონებები, ეჭვები, შიშები, გატაცებები, მოქმედებები წარმოიქმნებიან დამოუკიდებლად, ავადმყოფის სურვილის მიუხედავად.
აკვიატებული მდგომარეობები არის დაუძლეველნი და ხასიათდებიან მუდმივობით, არღვევენ ავადმყოფის შინაგან და (ან) სოციალურ კეთილდღეობას და აძნელებენ მის ურთიერთობას გარემოსთან.


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..