კატატონური სინდრომები

კატატონური სინდრომები catatonic syndrome

კატატონური სინდრომები მიმდინარეობს მოძრაობის დარღვევების სიჭარბით – სტუპორით ან აგზნებით, ხშირად მათი ერთმანეთთან მონაცვლეობით. აღინიშნება შიზოფრენიის დროს, მაგრამ შესაძლებელია განვითარდეს სიმპტომური და ორგანული ფსიქოზების დროსაც.

კატატონური სინდრომები – კატატონური სტუპორი ვლინდება უძრაობით, კუნთთა ტონუსის მომატებით, სრული გაჩუმებით (მუტიზმი). ერთ შემთხვევაში ავადმყოფი დიდხანს ინარჩუნებს მიღებულ პოზას (ცვილისებრი დრეკადობა), სხვა შემთხვევები ყოველგვარი მცდელობა იმისა, რომ ავადყოფმა შეიცვალოს პოზა, იწვევს მის მკვეთრ წინააღმდეგობას (ნეგატივიზმი), ამასთან ზოგჯერ ავადმყოფი ეწინააღმდეგება მისი გამოკვების მცდელობასაც.

კატატონური სინდრომები – კატატონური აგზნება – მოუხერხებელი მოსულელო ქცევა, გამოიხატება გრიმასულობით, არამოტივირებული სიცილით, უაზრო სტერეოტიპული მოძრაობებით, გარშემომყოფთა სიტყვებისა და მოძრაობების გამეორებით. ავადმყოფები არიან იმპულსურები, აგრესიულები, ადვილად გამოდიან წყობილებიდან, ახასიათებთ უეცარი წამოდგომა.

კატატონური სინდრომები იყოფა ონეიროიდულ და ლუციდურად. ონეიროიდული კატატონია მიმდინარეობს აგზნებით, ან ცვილისებრი დრეკადობით მიმდინარე სტუპორით და ხასიათდება გონების ონეიროიდული დაბინდვით. ლუციდური კატატონია ხშირად ვლინდება იმპულსური აგზნებით ან სტუპორით, რასაც თან ახლავს ნეგატივიზმი და შებოჭვა, მიმდინარეობს მკვეთრი კუნთოვანი დაჭიმულობითა და ერთი და იმავე პოზის (ხშირად ჩანასახის) ხანგრძლივი შენარჩუნებით.

ფსიქიკური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კატატონური სინდრომები – მიმდინარეობს მამოძრავებელი დარღვევების სიჭარბით  –  სტუპორით ან აგზნებით, არაიშვიათად ერთმანეთის მონაცვლეობით. ყველაზე უფრო ხშირად აღინიშნება შიზოფრენიის დროს, მაგრამ შესაძლებელია ასევე განვითარდეს სიმპტომური და ორგანული ფსიქოზების დროს. კატატონური სტუპორი ვლინდება უძრაობით, კუნთთა ტონუსის მომატებით, სრული გაჩუმებით (მუტიზმი). ერთ შემთხვევაში ავადმყოფი დიდხანს ინარჩუნებს მიღებულ პოზას (ცვილისებრი დრეკადობა), სხვა შემთხვევები ყოველგვარი მცდელობა იმისა, რომ ავადყოფმა შეიცვალოს პოზა, იწვევს მის მკვეთრ წინააღმდეგობას (ნეგატივიზმი), ამასთან ზოგჯერ ავადმყოფი ეწინააღმდეგება ასევე მისი გამოკვების მცდელობას. კატატონური აგზნება  –  მოუხერხებელი მოსულელო ქცევა, გამოიხატება გრიმასულობით, არამოტივირებული სიცილით, უაზრო სტერეოტიპული მოძრაობებით, გარშემომყოფთა სიტყვებისა და მოძრაობების გამეორებით. ავადმყოფები არიან იმპულსურები, აგრესიულები, ადვილად გამოდიან წყობილებიდან, ახასიათებთ უეცარი წამოდგობა. კატატონური სინდრომები იყოფა ონეიროიდულ და ლუციდურად. ონეიროიდული კატატონია მიმდინარეობს ან აგზნების მოვლენებით, ან ცვილისებრი დრეკადობით მიმდინარე სტუპორით და ხასიათდება გონების ონეიროიდუოი დაბინდვით. ლუციდური კატატონია მიმდინარეობს ხშირად იმპულსური აგზნებით ან სტუპორით, რასაც თან ახლავს ნეგატივიზმი და შებოჭვა, მიმდინარეობს მკვეთრი კუნთოვანი დაჭიმულობითა და ერთი და იმავე, ხშირად ჩანასახოვანი პოზის ხანგრძლივი შენარჩუნებით.- (syndromum catatonicum) ფსიქიკური დარღვევა მოძრაობის მოშლის სიჭარბით, აგზნების, სტუპორის ან მათი თანამიმდევრობითი მონაცვლეობის ფორმით; აღინიშნება შიზოფრენიის დროს.(2)