ცრუ სახსარი (ფსევდოართროზი)

ცრუ სახსარი (ფსევდოართროზი) pseudoarthrosis

ცრუ სახსარი (ფსევდოართროზი) – ძვლის მოძრაობა მოტეხილობის შეუხორცებლობის გამო.

ცრუ სახსარი (ფსევდოართროზი) – ეტიოლოგია. ინფექცია, ძვლის სისხლმომარაგების დარღვევა, ნატეხების მოძრაობა თაბაშირის ნაადრევი მოხსნის გამო; შედეგად მოტეხილობის ზონაში ნაცვლად ძვლოვანისა, ვითარდება შემაერთებელქსოვილოვანი და ხრტილოვანი ქსოვილი. ზოგჯერ ცრუ სახსარი შეიძლება იყოს თანდაყოლილი (ძვლის მუცელშიგა განვითარების დარღვევა).

ცრუ სახსარი (ფსევდოართროზი) – სიმპტომები, მიმდინარეობა. ხშირია კიდურის გამრუდება ცრუ სახსრის დონეზე; ვლინდება ტკივილები, ფეხის საყრდენი ფუნქციის ან ხელის ფუნქციის მოშლა. ე. წ. უძრავი ცრუ სახსრის დროს ტკივილი და ფუნქციის მოშლა შეიძლება არ აღინიშნებოდეს. დიაგნოზი დასტურდება რენტგენოლოგიურად.

ცრუ სახსარი (ფსევდოართროზი) – მკურნალობა. ტკივილებისა და ფუნქციის დარღვევის დროს ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა.

ცრუ სახსარი (ფსევდოართროზი) – პროფილაქტიკა:იმობილიზაციის ვადების დაცვა.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები 

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.